კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში პოლიტიკური ნიშნით დაკავებები დაიწყო

23 მარტი, 2009

მაკა მალაყმაძე,ბათუმი

ბათუმში, ნინო ბურჯანაძის პარტიის - ,,დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“  აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურაბ ავალიანი და ორი აქტივისტი დააკავეს. ადვოკატს საქმეში ჩართვის უფლება არ მისცეს. აღნიშნულზე სამართალდამცავები  კომენტარს არ აკეთებენ.

ბათუმში, მელიქიშვილის #1-ში ნიღბიანი სპეცრაზმელები  დილის 5 საათისთვის გამოჩნდნენ, ჭიშკარი  ხმაურით გააღეს და  მეორე სართულზე, ზურაბ ავალიანის სახლში  აცვივდნენ. ,,იყო ხმაური, ავეჯის გადაადგილებები. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ჩამოვიდნენ და მოგვთხოვეს ზევით ასვლა და მოწმედ დადგომა. ჩვენ უარი ვუთხარით. თუკი იცოდნენ რომ რამე ჰქონდა ზურაბს ოჯახში და ამისთვის დაესხნენ, მაშინ,  ერთად რატომ არ აგვიყვანეს ჩვენც“, - ყვებიან მეზობლები.

მეზობლებმა დაინახეს, თუ როგორ ჩამოიტანეს მეორე სართულიდან სპეცრაზმელებმა  დიდი ჩანთა. როგორც ნიღბიანები  აღნიშნავდნენ  ტანკსაწინააღმდეგო იარაღი  ვანაში უპოვეს.

შემთხვევის ადგილზე მივიდა ზურაბ ავალიანის ადვოკატი რამაზ შანიძეც. თუმცა მას ჩხრეკის და სხვა ქმედებაში დასწრების უფლება არ მისცეს: ადვოკატის თქმით, სპეცრაზმელებმა  დაარღვიეს საერთაშორისო დეკლარაციით აღიარებული და ნორმატიული აქტებით გარანტირებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. დაირღვა დაცვისა და კანონიერების უფლებაც. ,,მე მისი დაცვის უფლება მაქვს კანონით, მიუხედავად მათთვის წარდგენილი ამ დოკუმენტებისა, სპეცრაზმელებმა  არ მომცეს ჩხრეკაზე დასწრების საშუალება  და მუქარის ძალით გამომაგდეს. ეს უსამართლო დაკავებაა“

პოლიტიკური პარტიისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ დაკავებულები  გადაყვანილნი არიან  თბილისში. ზურაბ ავალიანის გარდა დაკავებულია პარტიის კიდევ ორი აქტივისტი: ნუგზარ და დათო გოგრაჭაძეები. ერთ-ერთი მათგანი ჩაქვში, საცხოვრებელ სახლში აიყვანეს, ჩაატარეს ჩხრეკა და ამის შემდეგ გააგზავნეს თბილისში.
ოთარ ცეცხლაძე, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის აჭარის ორგანიზაცია“: „ხელისუფლება იგივე ქმედებით მოქმედდებს: დაშინება, შანტაჟი. ეს პარტია ერთ-ერთი ლიდერია  ჩვენს რეგიონში. 9 აპრილისთვის მოსალოდნელი აქტივობების გამო ფიქრობენ, რომ ლიდერებს თუ მოკვეთენ, მაშინ არაფერი მოხდება. ეს პოლიტიკური ზეწოლაა“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი აჭარის მთავარ სამმართველოს დაუკავშირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი ირაკლი მოწყობილი, როგორც მთავარ სამმართველოში განაცხადეს მივლინებაშია. ხოლო მოადგილე რესან კონცელიძე კომენტარს არ აკეთებს და მიზეზად თათბირს ასახელებს.

ახალი ამბები