კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

25 მარტი, 2009

23 მარტს, მთელი ღამის განმავლობაში პოლიტიკური პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის”  ლიდერის  ნინო ბურჯანაძის   პარტიის ცხრა წევრის დაკავება მიმდიარეობდა. როგორც გაირკვა, ბათუმში დააკავეს ზურა ავალიანი, ნუგზარ გოგრიჭიძე და დათო გოგრაჭაძე, თბილისში ვახო ნარსია, მამუკა შენგელია, ვახო თუშმალიშვილი, როინ ბუღაშვილი, გიორგი გიას-ძე ბოლაშვილი (დაბ. 1981 წელს) და გიორგი ბოლაშვილი. დაკავებულია    ბადრი ბიწაძის (პოლიტიკური პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის  მეუღლე)  მძღოლიც. გარდა ამისა,  პარტიის ლიდერების ტელეფონზე მთელი კვირის განმავლობაში ისმოდა მუქარის ზარები, ამავე დროს  აკავებდნენ მათ მხარდამჭერებს სრულიად უკანონო გარემოში და ამბობდნენ, რომ მათ იარაღი აღმოუჩინეს.  პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურაბ ავალიანი სპეცრაზმელებმა  დილის 5 საათზე დააკავეს, მის ადვოკატს რამაზ შანიძეს   საქმეში ჩართვის უფლება არ მისცეს. ადამიანის უფლებათა ცენტრი აჭარის მთავარ სამმართველოს დაუკავშირდა, თუმცა  შინაგან საქმეთა სამინისტროში  ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

23 მარტს  გამთენიისას   დააკავეს კიდევ ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის „სახალხო მოძრაობა საქართველოს გადარჩენისთვის”  წევრი,   მალხაზ გველუკაშვილი. დაკევების საფუძვლად ანტისახელმწიფოებრივი ქმედება  სახელდება.

აღნიშნულ დაკავებებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამინის უფლებათა ცენტრი“ პოლიტიკურ დევნას უწოდებს, გამოთქვამს შეშფოთებას და მოუწოდებს  საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ მისიებს რეაგირებისკენ. ,,ადამინის უფლებათა ცენტრი“ გმობს   ძალოვნების მიერ საერთაშორისო დეკლარაციით აღიარებული და ნორმატიული აქტებით გარანტირებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას.

ახალი ამბები