კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

9 აპრილის ღამეს მშვიდად არ ჩაუვლია

10 აპრილი, 2009

ირაკლი მანაგაძე

9 აპრილის ღამეს მოძრაობა „9 აპრილის“ და მოძრაობა „რატომს“ აქტივისტებზე თავდასხმა განხორციელდა. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მოძრაობის ლიდერებმა განუცხადეს. თავდასხმა დაახლოებით 23:00 საათზე თბილიში მოხდა. ნაცემია ირაკლი ხუხუნეიშვილი, ლაშა კოპალიანი და ოთარ ჭელიძე.

აღნიშნული პირები, რამდენიმე აქტივისტთან ერთად,  ავტომანქანით რუსთაველის გამზირზე გამართული აქციიდან სახლში ბრუნდებოდნენ. მათ გზა გადაუჭრა „ჯიპის“ ტიპის სამმა უნომრო ავტომობილმა. აქტივისტების განცხადებით, მანქანიდან გადმოსულმა ნიღბიანმა პირებმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აფრთხილებდნენ, აქციაზე აღარ წასულიყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მოძრაობა „9 აპრილის“ ერთ ერთმა ლიდერმა, ირაკლი კორძაიამ განუცხადა, რომ თავდამსხმელები სპეცნაზის თანამშრომლები იყვნენ.-„მანქანით ვმოძრაობდით ბარათაშვილის ხიდზე, როცა საპატრულო პოლიციამ გააჩერა ჩვენი აქტივისტები. ამ დროს სამმა შავმა „ჯიპმა“ გადაგვიღობა გზა. პირველი იმას შევხედეთ რომ მანქანებს სანომრე ნიშნები არ ჰქონდათ. ისინი ჩვენ დაგვედევნენ და გაგვაჩერეს. ყოველგვარი ახსნის გარეშე ჩვენ ჩამოგვათრიეს მანქანიდან და ხელკეტებით ცემა დაგვიწყეს“

 „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მოძრაობა „რატომს?“ ერთ ერთმა ლიდერმა  დაჩი ცაგურიამ განუცხადა, რომ „ჯიპებიდან“ ორი "ტოიოტა ლენდკრუიზერის" მარკის იყო, ხოლო ერთი - „იქს-ხუთი“ „ბე-ემ-ვე-ს“ მარკის.

„აღნიშნული "ჯიპები" ქალაქში გუშინ კიდევ 3-4 ადგილას ნახეს. სამებასთან აღნიშნული პირები თავს ასაკოვან ადამიანებსაც დაესხნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს.
მოვუწოდებ მერაბიშვილს, შეწყვიტოს პროვოკაციები და თავი დაანებოს ადამიანების დევნას. თუ სიკვდილის ბრიგადებს არ გააჩერებს, ქართველი ერის წინაშე პასუხს უმკაცრესად აგებს ", - განაცხადა ცაგურიამ.

საზოგადოებრივი მოძრაობა "რატომ!"-ის აქტივისტს ირაკლი ხუხუნეიშვილს თავის ტვინის შერყევა დაუდგინდა. ნიღბოსნების მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შედეგად ტვინის შერყევა მიიღო. მას სამედიცინო გამოკვლევა ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოში ჩაუტარდა. „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ლაშა კოპალიანმა განუცხადა, რომ ხელის კიდურზე მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.- „რაც ეს ჯიპები დავინახეთ უკან გვინდოდა დაბრუნება. ვფიქრობდით, რომ აქციაზე მივიდოდით და იქ ჩვენზე თავდასხმას ვერ გაბედავდნენ. სანამ რუსთაველზე მივიდოდით კონკასთან გზა გადაგვიღობეს, მანქანიდან ჩამოგვყარეს და ცემა დაგვიწყეს ხელკეტებით. გვითხრეს, რა დროშებს აფრიალებთ წადით სახლშიო, გვაგინებდნენ. მე ხელი მაქვს დაზიანებული და თავი მტკივა“-განუცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ლაშა კოპალიანმა.

მომხდართან დაკავშირებით დაზარალებულებმა სახალხო დამცველის ოფისში ახსნა-განმარტება დაწერეს. სახალხო დამცველის რწმუნებულები შემთხვევას სწავლობენ. ომბუდსმენი ამ ფაქტების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. "მომხდარი გვაგონებს იმას, რაც ხდებოდა 2007 წლის ოქტომბერ-ნოემბრის მიტინგების დროს. აღნიშნული ფაქტების შესახებ ვრცლად არის საუბარი სახალხო დამცველის მოხსენებებში", _ აცხადებენ სახალხო დამცველში.

მომხდართან დაკავშირებით, სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“   ფიზიკური ძალის გამოყენებას აქტივისტების წინააღმდეგ,  თავისუფალი აზრის დევნას უწოდებს, გამოთქვამს შეშფოთებას და მოუწოდებს  საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ მისიებს რეაგირებისკენ. "ადამინის უფლებათა ცენტრი“ გმობს,   ყოველგვარი  საერთაშორისო დეკლარაციით აღიარებული და ნორმატიული აქტებით გარანტირებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას.

ახალი ამბები