კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დარბევაში ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ

13 აპრილი, 2009

ირაკლი მანაგაძე

როგორც მოსალოდნელი იყო ხელისუფლებას "ნერვებმა" უმტუნა. 11 აპრილის ღამეს პარლამენტის წინ, მომიტინგეები დაარბიეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციების საფუძველზე დასტურდება რომ დარბევაში ძალოვანი უწყებები მონაწილეობდნენ.

დარბევისთანავე საუბარი იყო იმაზე, რომ დარბევა სანქცირებული იყო ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ. ამის დასტურად, „საზოგადოებრივი დამცველის“ წარმომადგენლებმა  ვიდეომასალა გაავრცელეს, სადაც, მათი მტკიცებით, ვასილ სანოძისა და თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის გიორგი გეგეჭკორის ავტომანქანებია დაფიქსირებული.

ვიდეომასალიდან ჩანს ავტომანქანები სახელმწიფო ნომრებით: SPD 707, TIA 151, MIA 010.

„საზოგადოებრივი დამცველის“ წარმომადგენლის, ნანა კაკაბაძის თქმით, ამ მანქანებიდან ერთში ვასილ სანოძე, მეორეში კი გიორგი გეგეჭკორი ისხდნენ. ვიდეოკადრები ფილარმონიასთან, პარლამენტთან მომიტინგეთა სცენისა და მედიაშტაბის დარბევის შემდეგ არის გადაღებული.

ყვველაფერი იმით დაიწყო, რომ დასუფთავების სამსახური მაინცდამაინც გვიან ღამით მივიდა პარლამენტის წინ. ზუსტად არავინ იცის რა მოხდა, თუმცა, მალევე ჩოჩქოლი ატყდა.  შედეგად დარბეულია მედეაცენტრი. დინამიკები და სცენა.

როგორც ”კონსერვატორი” ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, მიმდებარე ტერიტორიის სიახლოვეს იდგა ერეკლე კოდუას ძმა, დავით კოდუა.

დარბევის დროს აქცია დაშლილი იყო და პარლამენტთან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულია სამი მათგანი. ინციდენტი გადაიღო რამდენიმე სათვალთვალო კამერამ. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ამბობს რომ  მიუხედავად მოთხოვნისა, შსს-მ უარი უთხრა ომბუდსმენს ჩანაწერის მიცემაზე, რაც იმით ახსნა რომ ტექნიკურად შეუძლებელია რამდენიმე ხანში ამ კასეტების ამოღება და ნახვა.

დარბევაზე განმარტება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძემ. როგორც მან განაცხადა, ინციდენტი მალევე ამოიწურა და არ საჭიროებდა პოლიციის ჩარევას. მან ასევე თქვა, რომ სათვალთვალო კამერებით გადაღებულ ფირს დეტალურად შეისწავლიან და გამოიძიებენ.

საინტერესოა ერთი დეტალი, დარბევის შემდეგ არცერთი სამართალდამცველი ადგილზე არ მისულა და არ უნახავს რა იყო გატეხილი ან წაღებული.

როგორც ჩანს, დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვიდეოჩანაწერებს ერთად უყურეს, - დედაქალაქის მერის განცხადებით, პარლამენტის წინ წუხანდელი ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალაში, სპეცფორმის გარეშე მყოფი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებიც არიან.. მომავალში ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, დედაქალაქის მერია უარს ამბობს მიტინგის ტერიტორიის დასუფთავებაზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრი” მშვიდობიანი მიტინგის დარბევის გამო შეშფოთებულია. "საზოგადოებრივმა დამცველმა" გამოაქვეყნა ავტომანქანების სანომრე ნიშნები და გამოძიებას არ უნდა გაუჭირდეს, მათი მფლობელების დადგენა.

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” ასევე ითხოვს სათვალთვალო ჩანაწერების სრულად გამოქვეყნებას. ორგანიზაცია,  ძალის გამოყენებას და აქციის დარბევას დემოკრატიული ნორმების უხეშ დარღვევას უწოდებს, გმობს საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, გამოთქვამს შეშფოთებას და მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ მისიებს რეაგირებისკენ.

ახალი ამბები