პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

საპროტესტო აქცია შრომითი უფლებების დასაცავად

05.02.2004

საპროტესტო აქცია შრომითი უფლებების დასაცავად

გუშინ სასტუმრო „მარიოტთან“ საპროტესტო აქცია გამართეს პროფესიული კავშირების გაერთიანების,  არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივასა“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა. მათი მოთხოვნა იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების შრომითი უფლებების დაცვა.

აქციის მონაწილეები ნავთობსადენის მშენებელ კომპანიებს ნავთობსადენის მშენებლობაზე დასაქმებული ხალხის შრომითი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდნენ და მათგან კანონმდებლობით განსაზღვრული შრომითი წესდების დაცვას მითხოვდნენ. მუშები პროტესტს გამოთქვამდნენ არსებული შრომითი ხელშეკრულების, სამუშაო პირობებისა და შეურახცმყოფელი დამოკიდებულების გამო. მათი ძირითადი მოთხოვნა საათობრივი ანაზღაურების რაოდენობის გაზრდა იყო.

აქციის დასრულების შემდეგ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც სასტუმრო „მარიოტში“ ნავთობსადენის ფინანსური პაკეტის ხელმოწერას აღნიშნავდნენ, აქციის რამოდენიბმე მონაწილეს შეხვდნენ. თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

<< უკან დაბრუნება