კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საქართველოს ხელისუფლება პუტინის მსგავსად იქცევა“

4 აგვისტო, 2004

„საქართველოს ხელისუფლება პუტინის მსგავსად იქცევა“

თბილისი. 03.08. მედია ნიუსი. ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი გორში გამომავალი „ხალხის გაზეთის“ რედაქტორის,  რევაზ ოქრუაშვილის დაკავების გამო პროტესტს გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება აშკარა ზემოქმედებას ახდენს პრესაზე.

„ხელისუფლება აღარ სჯერდება დახურულ ჟურნალ-გაზეთებს, შეწყვეტილ ტელეგადაცემებს, დაყადაღებულ ტელევიზიებს და პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით ამჯერად ჟურნალისტების დაპატიმრების საბჭოური მეთოდის რეანიმაციას იწყებს. მიმდინარე პროცესები მედიის სფეროში ძალიან წააგავს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკას სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ახალი ამბები