პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

არასამთავრობოები კოალიციას ქმნიან

16.09.2004

არასამთავრობოები კოალიციას ქმნიან

მედია ნიუსი. „საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების ეროვნული კოალიცია,“ რომელშიც ქვეყანაში მოქმედი 40-მდე სხვადასხვა სფეროში მომუშავე მესამე სექტორის წარმომადგენლები გაერთიანდებიან, უახლოეს დღეებში პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. კოალიციის მიზანი იქნება საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირება.

როგორც სააგენტო „მედია-ნიუსს“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა მიმართ სამართლიანობის დაცვის ორგანიზაციის პრეზიდენტმა გიორგი ლაღიძემ განუცხადა, კონსულტაციების შედეგად მომზადდა დეკლარაცია, რომელსაც არასამთავრობოები მოაწერენ ხელს.

კოალიცია აირჩევს დირექტორთა საბჭოს შვიდი ადამიანის შემადგენლობით, რომელიც ყოველწლიურად შეიცვლება. პრიორიტეტული იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლა, ქვეყანაში არსებულ დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება. კოალიცია ითანამშრომლებს სახელმწიფო სტრუქტურებთან.

<< უკან დაბრუნება