კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი სანაიას ქვრივის სარჩელს 5 ნოემბერს განიხილავენ

1 ნოემბერი, 2004

გიორგი სანაიას ქვრივის სარჩელს 5 ნოემბერს განიხილავენ

თბილისი, მედია-ნიუსი. 28 ოქტომბერს უზენაესმა სასამართლომ ჟურნალისტ გიორგი სანაიას მეუღლის ხათუნა ჩხაიძის საკასაციო საჩივრის განხილვა, სახელმწიფო ბრალმდებელის გამოუცხადებლობის გამო, 5 ნოემბერისთვის გადადო.

 30 ივლისს თბილისის საოლქო სასამართლომ გიორგი სანაიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გრიგოლ ხურცილავას 13-წლიანი პატიმრობა არ შეუმცირა, თუმცა გლდან-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს განაჩენი მაინც შეცვალა და მკვლელობის მოტივად მსხვერპლის მხრიდან მსჯავრდებულის სექსუალური შეურაცხყოფა მიიჩნია.

უზენაეს სასამართლოში გიორგი სანაიას ქვრივი აცხადებდა, რომ ის დაინტერესებულია გაარკვიოს, ვინ იყო სანაიას მკვლელობის შემკვეთი, ხოლო სულაც არ გამორიცხავს, რომ შემსრულებელი გრიგოლ ხურცილავა იყოს.

გრიგოლ ხურცილავა კი თავის მხრივ სასჯელის შემსუბუქებას ითხოვდა. რაც შეეხება გენერალურ პროკურატურას, გენპროკურორის მოადგილე კახა კობერიძე ჯერ კიდევ 31 ივლისს აცხადებდა, რომ მზადაა საქმე ხელახლა გამოიძიოს.

ახალი ამბები