დღეს მარჯანიშვილის სახელობის თეატრში სოლიდარობის აქცია-კონცერტი გაიმართება, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს ეძღვნება
ღონისძიება ორგანიზებულია “სახალხო ბანკის”, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვთა ჰარმონიული განვითარების სახლისა“ და ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ მიერ.
აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის მომღერლები, ქორეოგრაფიული ანსამბლი “ორბი” და “ბასტი-ბუბუ”.
ღონისძიებას დაესწრებიან “იუესაიდის” ხელმძღვანელობა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.
წყარო: მედიანიუსი