კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„Freedom House“-ის რეიტინგში, მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, საქართველომ მცირედით გაიუმჯობესა პოზიცია

18 ივნისი, 2007

ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაცია „Freedom House“-ის    2007 წლის მოხსენების („ქვეყნები გარდამავალ ეტაპზე“ (Nations in Transit)) თანახმად, საქართველომ მცირედით გაიუმჯობესა პოზიცია მედიის თავისუფლების თვალსაზრისით.

„Freedom House“-ის კვლევაში, რომელიც 2006 წლის პერიოდს ასახავს,  28  ყოფილ კომუნისტურ  ქვეყანასა და კოსოვოს ოლქზეა საუბარი.

7- ქულიანი შეფასებით, სადაც 7 სრულიად არათავისუფალს ნიშნავს, 1  კი - სრულიად თავისუფალს, საქართველოს, მედიის თავისუფლების რეიტინგში,  4  ქულა აქვს მინიჭებული.  2006 წლის რეიტინგში, რომელიც 2005  წლის პერიოდს  ასახავდა, საქართველოს  4.25 ქულა ჰქონდა. 
 
2007 წლის მოხსენების მიხედვით, მედიის თავისუფლების რეიტინგში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრი ქვეყნებიდან, საქართველოზე უკეთესი შედეგი მხოლოდ უკრაინას აქვს -  3.75 ქულა.

მედიის თავისუფლების  მაჩვენებელში ნიშანდობლივია იმ  ქვეყნების ქულებიც, რომლებიც ამჟამად ნატოში გაწევრიანების ეტაპზე იმყოფიან: ალბანეთს  3.75 ქულა აქვს, ხორვატიას - 4, მაკედონიას - 4.25.
 
„Freedom House“-ის რეიტინგში საქართველოში საარჩევნო პროცესი შეფასებულია 4.5 ქულით, სამოქალაქო საზოგადოება 3.5 ქულით, საერთო ეროვნული  მმართველობა 5.5 ქულით, ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა - 5.5, სასამართლოს მოწყობა და დამოუკიდებლობა - 4.75 ქულით, კორუფცია კი, 5 ქულით.

მთლიანობაში, საქართველოს მაჩვენებელი შეადგენს  4,68  ქულას, გასულ წელს კი (2005 წლის მდგომარეობა - media.ge)  4,86 ქულა იყო. ამ მონაცემით, საქართველო კვლავ რჩება ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად.

გაზეთ „24 საათში“,  „Freedom House“-ის    მოხსენების მიმოხილვისას, მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის დირექტორი გია ნოდია წერს, რომ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიული  ინსტიტუტის ტრადიცია არ არის, ხელისუფლებას მეტი მოეთხოვება, ვიდრე განვითარებულ დემოკრატიებშია. საქართველოს ლიდერებს შეიძლება არ ეპატიოს ის,  რაც ჩვეულებრივ საქციელად ჩაეთვლებათ მათ კოლებს შეერთებულ შტატებში ან გერმანიაში. მაგალითად, გერმანიის კანცლერი ჰელმუტ კოლი პრინციპულად არ აძლევდა ინტერვიუს გერმანიის ყველაზე გავლენიან ჟურნალებს - „შპიგელს“  და „შტერნს“. ამის გამო ვერავინ იტყოდა, რომ გერმანიის ხელისუფლება თავისუფალ მედიას ებრძვის - იმიტომ, რომ ეს მედია თავისთავად იყო ძლიერი და მთავრობას მისი იქეთ უნდა შინებოდა.

ნოდია წერს, რომ „ჩვენი მედია ხარისხითაც და ეკონომიკური საფუძვლებითაც ახლოს ვერ მივა თავის დასავლელ კოლეგებთან. ამიტომ ისეთსავე ნაბიჯებს, რაც დასავლეთში ხელისუფლებასა და კონკრეტულ მედია-საშუალებებს შორის ბუნებრივ  მეტოქეობად ჩაითვლება, საქართველოში უცებ მიათვლიან „მედიაზე ზეწოლას“, რაც, ექსპერტის აზრით, სადავო საკითხია.  

რაც შეეხება, კორუფციის დონეს,  გია ნოდიას აზრით, საქართველო უკეთეს ქულას იმსახურებს კორუფციაში, ვიდრე „Freedom House“-მა გაიმეტა. მაგრამ შემფასებლები იქიდან ამოდიან, რომ კორუფციასთან ბრძოლაში საგანგებო ზომების გამოყენებით შეიძლება უცებ მიაღწიაო თვალსაჩინო წარმატებებს, მაგრამ ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ პრინციპული გარდატეხა მოხდა: ასეთი რამის დადასტურებას დრო უნდა.

„დაბოლოს, ხელისუფლებამ უნდა მოიცილოს ის სახიფათო ილუზია, თითქოს საქართველო უკვე არის დემოკრატია, ოღონდ ვიღაც ცუდ ადამიანებს ამის დანახვა არ უნდატ. დემოკრატიზაცია აარა მხოლოდ ფორმალური რეფორმების, არამედ აგრეთვე ინსტიტუტების მშენებლობის და მთელი საზოგადოების გარდაქმნის პროცესია, რაც უცებ პრინციპულად ვერ მოხდება“, წერს გია ნოდია „24 საათის“ ფურცლებზე.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები