კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ინფორმაციის და ბეჭდვის კომიტეტი ქართველ ჟურნალისტებს პრობლემებს უქმნის

18 ივნისი, 2007

 ქართველი ჟურნალისტები ბოლო პერიოდში ცხინვალში შესვლას და იქ ინფორმაციის მოპოვებას ვეღარ ახერხებენ. ჟურნალისტებს აკრედიტაციას ინფორმაციის კომიტეტის  თავმჯდომარე ირინა გაგლოევა აღარ აძლევს. ქართველი ჟურნალისტების მიწვევა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ეს ოსური მხარის ინტერესში შედის. ბოლოს ჟურნალისტები ცხინვალში, 2 კვირის წინ, წყლის პრობლემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის ბორის ჩოჩიევის კომენტარის ჩასაწერად იყვნენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის რეგიონული კორესპონდენტი ნინო ფისაძე აცხადებს, რომ ქართული მედიის ინტერესი ცხინვალში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დიდია, მაგრამ იქ შესვლა გაგლოევას ნებართვის გარეშე შეუძლებელია, აკრედიტაციას კი იგი ქართველი ჟურნალისტებისთვის აღარ გასცემს. ამიტომ ხშირად ქართული არხები ოსი მოხელეების სატელეფონო კომენტარით შემოიფარგლებიან  ხოლმე. ცხინვალში მიიჩნევენ , რომ ქართული არხები მოვლენებს მიკერძოებულად და არეობიექტურად აშუქებენ და სწორედ ეს ხდება აკრედიტაციაზე უარის თქმის მიზეზი.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები