კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წამების მსხვერპლთა საერთაშორისო დღე ვერის პარკში

26 ივნისი, 2007

დღეს წამების მსხვერპლთა მხარდასაჭერი საერთაშორისო დღე აღინიშნება. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს (კოპენჰაგენი, დანია) კოორდინაციით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში  მიმდინარეობს კამპანია დევიზით „ერთად წამების წინააღმდეგ“. საქართველოში ერთობლივ აქციას ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი ატარებენ.

აქცია წამების მსხვერპლთა მხარდასაჭერად დღეს დღის 2 საათზე ვერის პარკში დაიწყება, სადაც გაიმართება წამების იარაღების მოძრავი გამოფენა და პრესკონფერენცია. შემდეგ ავტოკორტეჟი ქალაქის ქუჩებში დაიძრება, შეჩერდება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის წინ, ხოლო 16:00 მსვლელობა სახალხო დამცველის აპარატის შენობის წინ დასრულდება, სადაც სახალხო დამცველის აპარატის მიერ წამების, სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელის პრევენციის სფეროში გაწეული მუშაობის პრეზენტაცია გაიმართება.

ახალი ამბები