კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

26 წლის პატიმარს სიტყვის თავისუფლებისათვის 6 წელი მიუსაჯეს

27 ივლისი, 2007

26 წლის ოთარ ძიმისტარიშვილი ციხიდან გამოუსვლელად მეორედ გაასამართლეს. ძიმისტარიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლომ პირველად ნარკოტიკის უკანონოდ შენახვა - შეძენაში სცნო დამნაშავედ. მოსამართლე ჯემალ კიკნაძემ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი შეუფარდა. მსჯავრდებული დანაშაულს არ აღიარებდა, რისთვისაც მან ბათუმის სასამართლოს განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. განაჩენი ასევე გაასაჩივრა ბათუმის პროკურატურამ და მსჯავრდებულისთვის სასჯელის დამძიმება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლეილა შეწირულმა დააკმაყოფილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის გიორგი დავითაშვილის მოთხოვნა და ძიმისტარიშვილს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენით უკმაყოფილო პატიმარმა პროტესტი გამოთქვა: „მე დანაშაული არ ჩამიდენია, მაგრამ ორჯერვე მონასავით გამასამართლეთ. აქედან გამომდინარე, დღევანდელი სასამართლო ქურდებზე უარესია,“- აღნიშნა ძიმისტარიშვილმა. მოსამართლე შეწირულმა პატიმრის ეს მოსაზრება „ქურდული სამყაროს აშკარა პატივისცემად“ ჩათვალა.

ძიმისტარიშვილის წინააღმდეგ ბათუმის რაიონულ პროკურატურაში კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის“ არის ცნობილი, მოწმის სახით დაიკითხა პროკურორი გიორგი დავითაშვილი, რომელიც ჩვენებაში მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ძიმისტარიშვილმა ქურდული სამყაროს მიმართ ღია პატივისცემა გამოხატა.

ოთარ ძიმისტარიშვილს ბრალი ქურდული სამყაროს მხარდაჭერის მუხლით წაუყენეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ კიკნაძემ, წარდგენილ ბრალდებაში ძიმისტარიშვილი დამნაშავედ სცნო და ექვსწლიან სასჯელს კიდევ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა დაუმატა.

ოთარ ძიმისტარიშვილი აბსოლუტურად დადებითად ხასიათდება.

უფლებადაცვითი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ჯემალ კიკნაძე, ძიმისტარიშვილის საქმეზე მიღებულ განაჩენის ასლს არ იძლევა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით. ორგანიზაცია  აღნიშნულს სიტყვის თავისუფლების დევნად აფასებს და შესაბამის ორგანოებს, სახალხო დამცველის აპარატს, საერთაშორისო საზოგადოებას, მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს სასწრაფო რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები