კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირეს

31 ივლისი, 2007

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირა.

საკასაციო სასამართლომ გერონტი ალანიას სასჯელის სახით სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული 8 წლის ნაცვლად, 7 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა.

ალექსანდრე ღაჭავას, ავთანდილ აფციაურსა და მიხეილ ბიბილურიძეს კი 7 წლის ნაცვლად, 6 წლისა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გარდას ამისა, საკასაციო სასამართლომ შეწყვიტა მსჯავრდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, რადგან მიიჩნია, რომ გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი და ის მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე დგინდება.

27 ივლისს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საკასაციო საჩივრები ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა.

მსჯავრდებულების მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე უზენაეს სასამართლოში განსახილველად 2007 წლის 30 იანვარს შევიდა.

შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 27 იანვარს თბილისში მოკლეს. მომხდარის გამო, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებს: ავთანდილ აფციაურს, ალექსანდრე ღაჭავასა და მიხეილ ბიბილურიძეს 7-7, ხოლო გრიგოლ ალანიას 8 წლით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები