კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პანკისელი ჩეჩნები მესამე ქვეყანაში გადასვლას ითხოვენ

1 აგვისტო, 2007

ექვსი პანკისელი ჩეჩენი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი, ყაზბეგის #2-ში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (გლუკის) შენობასთან დღეს დილას გამოჩდა. ისინი კომისარიატისგან მესამე ქვეყანაში გადასვლას ითხოვენ და სანამ პასუხს არ მიიღებენ ღამის თენებას ქუჩაში აპირებენ. 

„პირველად პანკისიდან მაისის შუა რიცხვებში 7 ოჯახი, დაახლოებით 30 ადამიანი ჩამოვედით. მაშინაც ჩვენი მთავარი მოთხოვნა მესამე ქვეყანაში გადასვლის უზრუნველყოფა იყო. ლტოლვილთა უმეტესი ნაწილი ისევ პანკისში დაბრუნდა. ჩვენ კი მთელი ამ ხნის განმავლობაში თბილისში ვცხოვრობთ. სამგორის რაიონში აქაურმა მაცხოვრებელმა ცარიელი სახლი დაგვითმო. ბავშვები შეეცოდა და მათი ხათრით ჩვენც შეგვიკედლა. ახლა იმ სახლის გაყიდვას აპირებენ და სამწუხაროდ, იქიდან წამოსვლა მოგვიწია. აქ იმიტომ მოვედით, რომ სხვაგან წასასვლელი აღარ გვაქვს. აქვე დავრჩებით, სანამ ჩვენი ბედი არ გადაწყდება. მთავარ მოთხოვნად ისევ მესამე ქვეყანაში გადასვლა რჩება. ევროპულ ქვეყნებში ჩვენს შვილებს იმის საშუალება ექნებათ, რომ ნორმალურად იცხოვრონ და განათლებაც ნორმალური მიიღონ. ჩვენ დიდი პრეტენზიები არა გვაქვს. ყველანაირ პირობებში ცხოვრებას მივეჩვიეთ, ჰოდა, ქუჩაში დგომაც არ გაგვიჭირდება. პანკისში ვეღარ დავბრუნდებით. იქ დაუცველები ვართ. იქ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება,“ - აცხადებს მუჰამედ გაზაევი.    

ამჟამად გლუკი კომენტარს არ აკეთებს. ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, გლუკი „ადამიანის უფლებათ ცენტრს“ ოფიციალურ კომენტარს ხვალ მისცემს.

ნინო თარხნიშვილი

ახალი ამბები