კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილებს სასმელი წყალი გადაუკეტეს

8 აგვისტო, 2007

გასულ კვირას ქუთაისში სასტუმრო `ქუთაისის" დემონტაჟი დაიწყო. შენობის ყველა სართულზე ჩამოხსნილი კარ-ფანჯრების მიუხედავად, იქ 9 ოჯახი მაინც ცხოვრობს. დევნილები აცხადებენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ. 4500 დოლარით კი, რომელსაც ინვესტორი სთავაზობთ, ქუთაისში არათუ ბინას, სარდაფსაც ვერ შეიძენენ.

სასტუმრო "ქუთაისი" 2005 წელს საკონკურსო წესით, ძალიან იაფად,  355 ათას დოლარად გაიყიდა. მისი მფლობელი კი, შპს "ინტერინვესტ" გახდა. ხელშეკრულებაში, რომელიც მაშინ ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორს შორის დაიდო, აღნიშნულია, რომ ქონების მფლობელმა, თუკი ის სასტუმროს რეკონსტრუქციას გადაწყვიტავს, საცხოვრებელი ფართით უნდა უზრუნველყოს იქ მცხოვრები დევნილები, ან გადაუხადოს მათ საკომპენსაციო თანხა.

დაპირება დაპირებად დარჩა. რამდენიმე ოჯახმა უკვე დატოვა სასტუმრო. დღეისათვის იქ მხოლოდ მოხუცები ცხოვრობენ. ისინი აცხადებენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ. მათ დახმარებისთვის "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ქუთაისის ბიუროს მიმართეს.

"თავიდან რომ ვერ მოგვიშორეს, სასმელი წყალი გადაგვიკეტეს. 4 აგვისტოს მერე წყალი არ მოგვეწოდება და ამ აუტანელ სიცხეში წყურვილით ვიხრჩობით. ასე ფაშისტებიც არ იქცეოდნენ. ესენი კი, წამების უმაღლეს ფორმას მიმართავენ და აღარ გვინდობენ", - აცხადებს სასტუმროში მცხოვრები ლამარა მიქიაშვილი.

იგი ოჯახთან ართად სასტუმრო "ქუთაისს" დღეს დატოვებს და როგორც თავად აცხადებს, საკომპენსაციო თანხაზეც უარს იტყვის. დევნილთა განცხადებით, მიქიაშვილის ოჯახის "ნებით გასახლება" საპროტესტო აქციის ფონზე მოხდება.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები