კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლია ტოკლიკიშვილი: ჟურნალისტის სახლიდან უკანონოდ გვასახლებენ

19 აგვისტო, 2007

თბილისი.19.08.07.მედიანიუსი. "იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი ჟურნალისტის სახლიდან რედაქციებს უკანონოდ ასახლებს", - განაცხადა "მედიანიუსთან" საუბრისას გაზეთ "ახალი 7 დღის" მთავარმა რედაქტორმა ლია ტოკლიკიშვილმა.

მისი თქმით, "ახალი 7 დღეც" და სხვა გაზეთებიც არიან მოიჯარეები, მათი ხელშეკრულებები არ არის ანულირებული და რედაქციების  შენობიდან გამოსახლების უფლება არავის აქვს. "სააღსრულებო დეპარტამენტი კანონის დაცვის გარეშე შემოიჭრა ჟურნალისტის სახლში და ცდილობს ჩვენს გაძევებას. მათ არ წარმოუდგენიათ არავითარი დამადასტურებელი საბუთი, თუ რატომ გვასახლებენ შენობიდან", - განაცხადა ლია ტოკლიკიშვილმა.

ჟურნალისტის სახლში განთავსებულია გაზეთ "ახალი 7 დღის", ჟურნალ "თაბორის", გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" და გამომცემლობა "სამშობლოდან" რამდენიმე დღის წინ გამოსახლებული სხვადასხვა გაზეთის რედაქციები.

როგორც "მედიანიუსს" იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, ჟურნალისტის სახლში სააღსრულებო დეპარტამენტის თანამშრომლები კანონიერად არიან შესული და ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას აღასრულებენ.

ახალი ამბები