თბილისი.21.08.07.მედიანიუსი. დღეს დილიდან თბილისში, მაჩაბლის #13-ში მდებარე საქართველოს მწერალთა კავშირის შენობიდან ამ ორგანიზაციის გამოსახლება დაიწყო. მწერლები, რომლებიც გამოსახლების მოლოდინში შენობაში მორიგეობდნენ, დაახლოებით 4 საათზე ძალის გამოყენებით შენობიდან გამოიყვანეს.
წუხელვე დაიწყო მწერალთა კავშირის კუთვნილი ქონების და ნივთების შენობიდან გამოტანა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოთხოვნით, კავშირის წევრებს შენობა 18 აგვისტომდე უნდა დაეცალათ, თუმცა ისინი შენობის დაცლას არ აპირებდნენ.
მწერლებმა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, რომლის განხილვაც უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს.