კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმარს, შესაძლოა, ციხეში კომპიუტერი შეატანინონ

19 სექტემბერი, 2007

სასამართლომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სარჩელი წარმოებაში მიიღო

19 სექტემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მსჯავრდებულ გია ფაცურიას სარჩელი წარმოებაში მიიღო  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ნინო ონიანმა.

მსჯავრდებულმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს მიმდინარე წლის აგვისტოში მიმართა განცხადებით და მოითხოვა  ნებართვა რუსთავის  #1 დაწესებულებაში კომპიუტერისა და პრინტერის შეტანის თაობაზე (ინტერნეტში ჩართვის გარეშე).
გია ფაცურია პროფესიით ჟურნალისტია და ციხის პირობებშიც ეწევა აქტიურ საქმიანობას,  წერს პუბლიცისტურ წერილებს.  2004 წლიდან მის საქმეს იხილავს   ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ევროკონვენციის მე-5 და მე-6 მუხლების დარღვევის გამო). 

პატიმრობის კანონი პატიმარს უფლებას აძლევს ისარგებლოს საბეჭდი საშუალებით და ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას. ფაცურიას ინტერესებს სასამართლოში იცავს ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” გამგეობის თავმჯდომარე, ადვოკატი მანანა კობახიძე. ადვოკატის განცხადებით, “ფაცურიას მოთხოვნა პატიმრობის კანონის იმ ნორმას ეფუძნებოდა, რომლის საფუძველზეც მას უფლება აქვს საკანში კომპიუტერი იქონიოს, მაგრამ  სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტისგან მაან მიიღო უარი შესაბამისი  აღმჭურველი  ადმინისტრაციული აქტის  გამოცემაზე. დეპარტამენტმა  არ დაასაბუთა თუ  კონკრეტულად რა საფუძვლით ეთქვა პატიმარს უარი კომპიუტერით  სარგებლობაზე. სწორედ ეს უარი გასაჩივრდა სასამართლოში და  სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი. მთავარი სხდომა დანიშნულია ა.წ 15 ოქტომბერს 14 საათზე.” 

ახალი ამბები