კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბადრი პატარკაციშვილი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

2 ოქტომბერი, 2007

გაზეთი "კომერსანტი" საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ბადრი პატარკაციშვილის ინტერვიუს აქვეყნებს. ბიზნესმენი "კომერსანტის" ჟურნალისტს ლონდონში 27 სექტემბრის საღამოს თბილისში გამოფრენის წინ შეხვდა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაპატიმრება პატარკაციშვილისთვის მოულოდნელი იყო, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ის მიიჩნევს, რომ ეს ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება საპროტესტო აქციას, ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ მასობრივი გამოსვლების შემთხვევაში, ის ხალხის გვერდით დადგება.

"ის, რომ სკანდალური განცხადებები ოქრუაშვილმა "იმედის" ეთერში გააკეთა, შემთხვევითი არ იყო, ტელეკომპანია "იმედი" სამწუხაროდ ერთადერთი ტელეკომპანიაა, რომელსაც ხელისუფლება არ აკონტროლებს და ამავდროულად, ჩემდასამწუხაროდ, ბოიკოტს უცხადებს"- აღნიშნავს პატარკაციშვილი და დასძენს, რომ არაერთხელ შეუთავაზებია ხელისუფლების წარმომადგენელთათვის "იმედზე" ტელედებატებში მონაწილეობა, თუმცა უშედეგოდ.

"კომერსანტის" კითხვაზე, იყო თუ არა მასთან შეთანხმებული გადაცემა "ღია ეთერში" ირაკლი ოქრუაშვილის მიწვევა, ბიზნესმენი პასუხობს, რომ არც ის და არც ტელეკომპანიის თანამფლობელი კორპორაცია "ნიუს-კორპორეიშენი" პროფესიონალ ჟურნალისტთა საქმიანობაში არ ერევიან.

რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრთან პატარკაციშვილის ურთიერთობას, ბიზნესმენი იხსენებს, რომ ოქრუაშვილი მას მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე გააცნო.
მათ ნორმალური, კეთილგანწყობილი ნაცნობობა აქვთ, ორ-სამ თვეში ერთმანეთს ხვდებიან. ქვეყნის გაერთიანების საკითხზე მათი მოსაზრებები მსგავსია.

რაც შეეხება სკანდალურ ბრალდებებს, პატარკაციშვილი მიიჩნევს, რომ არ აქვს საფუძველი, არ ენდოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს.

"ირაკლი ოქრუაშვილს საკმაოდ მაღალი თანამდებობები ეკავა, ამ დონის ადამიანები სიტყვებს ჰაერზე არ ისვრიან და ჩვენი ნაცნობობიდან გამომდინარე, მან ჩემი ნდობა დაიმსახურა", - აცხადებს ბიზნესმენი.

პრემიერ ჟვანიას შესახებ გაკეთებული განცხადების თაობაზე პატარკაციშვილი ამბობს, რომ ასევე ენდობა ოქრუაშვილის სიტყვებს და მიაჩნია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი არ სპეკულირებს ამ თემით.

"ის, რაც ოქრუაშვილმა განაცხადა, სერიოზული განხილვის საგანი უნდა გახდეს. ოქრუაშვილმა გამოსვლაში ჩემი მოსაზრება დაადასტურა.

მე მიმაჩნია, რომ ჟვანიას ახლობლებს აქვთ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების უფლება, რომელსაც სუფთა რეპუტაციის მქონე ადამიანები უხელმძღვანელებენ.

პრემიერს ბევრი ღირსეული მეგობარი ჰყავდა, კომისიაში მისი მეუღლე და ძმაც უნდა შევიდნენ", - აცხადებს ბადრი პატარკაციშვილი.

კითხვაზე ემხრობა, თუ არა ქართული საზოგადოება ოქრუაშვილს, ბიზნესმენი საკუთარ დაკვირვებასა და პრესაზე დაყრდნობით პასუხობს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს საზოგადოების გარკვეული ნაწილი მხარს უჭერს.

რაც შეეხება პატარკაციშვილის პოზიციას, მისი პასუხი ასეთია: " მე ვარ ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ერთადერთი, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მუშაობას, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა, სრულიად განსხვავებული მოსაზრების მქონე მოქალაქეებისთვის, ეს არის ჩემი პოზიცია."

წყარო: media.ge

ახალი ამბები