კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მწერალთა კავშირის სარჩელის განხილვა გადაიდო

23 ოქტომბერი, 2007

საქართველოს მწერალთა კავშირის შენობასთან დაკავშირებით, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილი პროცესი ჩაიშალა. ამის მიზეზი მხარეთა გამოუცხადებლობა გახდა. სასამართლოში ეკონომიკური განვითარებისა და კულტურის სამინისტროების წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ. სასამართლო პროცესი 15 ნოემბრამდე გადაიდო.

მწერალთა კავშირის წევრების განცხადებით, ისინი მზად არიან გარკვეულ დათმობებზე წავიდნენ და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ ჩამორთმეული ორი შენობიდან ერთ-ერთი დათმონ. მწერლები თავიანთ საკუთრებაში მაჩაბლის #13-ში მდებარე შენობის დატოვებას მოითხოვენ. „მოსამართლემ მთავრობის წარმომადგენელს მიმართა, რომ მწერალთა კავშირს ნამდვილად აქვს საკუთრების დაბრუნების უფლება და სთხოვა, რომ მთავრობა მოლაპარაკებაზე წამოვიდეს“, - აღნიშნა მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები