კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის #3 საპყრობილეში ორი პატიმარი გარდაიცვალა

24 ოქტომბერი, 2007

ბათუმის #3 საპყრობილის ორი პატიმარი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გარდაიცვალა. დიაგნოზი, რომელიც ორივე პატიმრის ავადმყოფობის ისტორიაში, ბათუმის რესპუბლიკურ საავდმყოფოში ვნახეთ, ერთმანეთის მსგავსია: კუჭნაწლავის ტრაქტიდან პროფუზული სისხლდენა, მწვავე ანემია, ქრონიკული C ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ღვიძლ-თირკმლის მწვავე უკმარისობა.

პატიმარი ბადრი დოლიძე ოზურგეთის რაიონში ცხოვრობდა, ხოლო ავთანდილ ბერიძე  -ბათუმში, მთისძირის ქუჩაზე. ეს უკანასკნელი, 4 აპრილს, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენის ბრალდებით დააკავეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აჭარის ბიურო შეშფოთებას გამოთქვამს ფაქტის გამო და აცხადებს, რომ მსგავსი ჯანმრთელობის მქონე პირებს პატიმრობა სხვა ღონისძიებით უნდა შეცვლოდათ: „ისინი ციხეში კი არა, სამკურნალო დაწესებულებებში მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყვნენ. მათთვის პატიმრობის შეფარდებაზე კი არა, იძულებითი მკურნალობის ღონისძიებაზე უნდა ემსჯელა სასამართლოს. ამიტომ, შედეგიც  სავავალოა“.

პატიმრები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ. საავადმყოფოში 26 სექტემბერს გადაყვანილი ბადრი დოლიძე 3 ოქტომბერს გარდაიცვალა, ხოლო ავთანდილ ბერიძე, რომელიც საავადმყოფოში 17 ოქტომბერს მოათავსეს,  ერთი დღის შემდეგ დაიღუპა.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი
 

ახალი ამბები