კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ხელისუფლებას ბიზნესმენისთვის წართმეული ქონების დაბრუნებას სთხოვს

25 ოქტომბერი, 2007

საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ბიზნესმენ ჯემალ წიკლაურისთვის შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ 2004 წელს ე.წ. „დიდი გაკულაკების“ პროცესის შედეგად ჩამორთმეული კერძო საკუთრების დაბრუნებას ითხოვს.

ლაპარაკია გორში მოქმედ ინდივიდუალურ საწარმო „ლიახვზე“, რომელშიც აღმოჩენილი ფინანსური დარღვევების გამო მისი დირექტორის ჯემალ წიკლაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა თავად პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა შიდა ქართლში მიხეილ ქარელმა მოითხოვა.

როგორც სოზარ სუბარმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ წიკლაურს ქარელი გამუდმებით ემუქრებოდა ფიზიკური განადგურებით და ოჯახის წევრების დაპატიმრებით, თუკი ბიზნესმენი კერძო საკუთრებაში არსებულ სავაჭრო ობიექტს სახელმწიფოს არ დაუთმობდა.

სახალხო დამცველის თქმით, ამ და კერძო საკუთრების ხელყოფის სხვა დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე ზოგიერთი პირი დაკავებულია, თუმცა ამის მიუხედავად, დაზარალებულებს კუთვნილი ქონება დღემდე არ დაბრუნებიათ. მეტიც, ჯემალ წიკლაურის საკუთრებაში არსებული ინდივიდუალური საწარმო „ლიახვი“ საპრივატიზაციო ობიექტებს შორის მოხვდა და მისი ხვალისთვის დაგეგმილ აუქციონზე გაყიდვა იგეგმება. სოზარ სუბარი აფრთხილებს შესაძლო მყიდველს, რომ მან აგრარული ბაზრის შეძენისგან თავი შეიკავოს, რადგან ჯემალ წიკლაური კუთვნილ ქონებას კანონიერი გზით აუცილებლად დაიბრუნებს. თავად ჯემალ წიკლაური კი გენერალური პროკურატურისაგან ამ საქმის გამოძიებას მოითხოვს.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები