კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაერთიანებული ახალგაზრდული მოძრაობა თბილისში სპეციალურ ყუთებს დადგამს

25 ოქტომბერი, 2007

დღეიდან გაერთიანებული ახალგაზრდული მოძრაობა მეტროსადგურ „რუსთაველთან“, „თავისუფლებასთან“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა კორპუსთან ყუთებს დადგამს.

ახალგაზრდებს შეეძლებათ ფურცელზე საკუთარი ვინაობა და კოორდინატები დაწერონ და ყუთებში ჩააგდონ. ამით ისინი ავტომატურად ახალგაზრდული მოძრაობის წევრები გახდებიან. თითოეული ახალგაზრდა, რომელიც ყუთში საკუთარი ვინაობის შესახებ ინფორმაციას ჩააგდებს, საიდენტიფიკაციო ბარათს მიიღებს.

„ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებთ შემოგვიერთდნენ. ჩვენ ახალი დემოკრატიული, ძლიერი სახელმწიფოს შენებას ვიწყებთ. ყველას ვურჩევ დიდი ისტორიული მომენტის თანამონაწილე გახდეს“, - განაცხადეს მთაწმინდის პანთეონში გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გაერთიანებული ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლებმა.

მოძრაობის წარმომადგენელთა განცხადებით, უახლოეს დღეებში სხვადასხვა ადგილებში თეატრალიზებული აქციები ჩატარდება. 

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები