კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიცია ზუგდიდის ინციდენტის მონაწილეებს დაასახელებს

29 ოქტომბერი, 2007

კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელის ზვიად ძიძიგურის ინფორმაციით, 28 ოქტომბერს  ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების ფიზიკურ ანგარიშსწორებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე ხელმძღვანელობდა.

„დონაძე თეთრი ფოლკსვაგენით მოძრაობდა და ბრძანებებს იძლეოდა“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ძიძიგურის თქმით, ნაცემები არიან დეპუტატები ბიძინა გუჯაბიძე, ბეჟან გუნავა, მოკლული ამირან რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე და „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი: „ამ ფაქტმა დაადასტურა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება გაფარჩაკებულია“, - თქვა ძიძიგურმა.

მისი განმარტებით, გაერთიანებული ოპოზიცია უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს ზუგდიდის ინციდენტში მონაწილეების ვინაობას და მათ პასუხი მკაცრად მოეთხოვებათ.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები