კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის მხარდამჭერები იკრიბებიან

2 ნოემბერი, 2007
ამ დროისთვის პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი.
რეგიონებიდან საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძირითადი ნაწილი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა თბილისში გუშინ ჩამოიყვანეს.

პარლამენტის წინ ორსაათიანი იმპროვიზებული მიტინგის შემდეგ რეგიონებიდან ჩამოსულმა ადამიანებმა ღამე საკუთარ ავტომანქანებში, ავტობუსებში და თბილისში მცხოვრებ ნათესავებთან გაათენეს.

გაერთიანებულმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა რეგიონებიდან დაახლოებით სამი-ოთხი ათასი ადამიანი ჩამოიყვანეს. რუსთაველის გამზირზე საპატრულო პოლიცია მორიგეობს, რომელსაც დილას დამატებითი ძალები შეუერთდნენ.

იქვე იმყოფებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა სტრუქტურების წარმომადგენლები. ასევე, რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის 033-ის რამდენიმე  ბრიგადა იმორიგევებს.

წყარო: მედიანიუსი


ახალი ამბები