კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგანგებო მდგომარეობის გამო არ გამოვიდა გაზეთი „ალია“, არ მუშაობს რამდენიმე საინფორმაციო სააგენტო

8 ნოემბერი, 2007

8  ნოემბერს, დილით, ყველა პოპულარული  ქართული გაზეთი გამოვიდა გაყიდვაში, თუმცა მათ შორის არ იყო  „ალია“.  არ  მუშაობს ზოგიერთი  საინფორაციო სააგენტო.
„ალიას“ რედაქციაში განმარტეს, რომ 8 ნოემბერს გვიან ღამით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ,  გაზეთის  რედაქციამ  თავი შეიკავა მორიგი ნომრის გამოშვებისგან,  რადგან უცნობი დარჩა რა  შეზღუდვები დაწესდა ბეჭვდით გამოცემებზე. ჩვენ  ხელისუფლებისგან წერილობით განმარტებებს ველოდებით, განაცხადეს რედაქციაში.

8 ნოემბერს ღამით სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ყველა მედიაორგანიზაციას სპეციალური სახელმძღვანელო დაეგზავნება, სადაც საგანგებო სიტუაციაში მათი მუშაობის პირობები თეზისების სახით იქნება ჩამოყალიბებული.
მისი თქმით,   მედიაორგანიზაციები ვალდებული არიან დოკუმენტის ფარგლებში იმოქმედონ.

უგულავას აზრით, საგანგებო მდგომარეობა მალე დასრულდება, ხოლო როდესაც ქვეყანაში დაძაბულობა მოიხსნება, ტელეკომპანია "იმედის" მაუწყებლობაც აღდგება.
დღეს დილით გამოსულ გაზეთებში გამოქვეყნებულია, 7 ნოემბერს, სპეცრაზმის მიერ ოპოზიციის საპროტესტო აქციის დარბევის  ფოტოები, პოლიტიკოსთა კომენტარები და კრიტიკული სტატიები.

თბილისში 7 ნოემბერს მომხდარი მასობრივი არეულობების შემდეგ,  პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა დეკრეტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების  შესახებ.  ამის საფუძველზე შეწყდა  ყველა დამოუკიდებელი ტელე და რადიო  კომპანიის  მიერ ინფორმაციის მიღება და თავისუფლად გავრცელება, ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებებით.
ინფორმაციის გავრცელების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლს.

ამჟამად არც ერთი დამოუკიდებელი ტელეკომპანია თუ რადიო არხი, თბილისშიც და რეგიონებშიც,  არ გადასცემს საინფორმაციო პროგრამებს.
ამასთან, გათიშულია, ტელეკომპანიები „იმედი“ და „კავკასია“, ასევე ბათუმის ტელეკომპანია „25-ე არხი".

Media.ge

ახალი ამბები