კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს - ტელეკომპანია „იმედის“ არც ერთი ჟურნალისტი დაკავებული არ არის

8 ნოემბერი, 2007

შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია,   რომ ტელეკომპანია „იმედის“ არც ერთი ჟურნალისტი დაკავებული არ არის.
იგივე დაადასტურა „იმედის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ბიძინა ბარათაშვილმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცრაზმმა „იმედის“  პროგრამა „დროების“ წამყვანი ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე დააკავა.
სპეცრაზმი „იმედში“  დაახლეობით 20:10 საათზე შეიჭრა, როცა მის ეთერში საინფორმაციო გამოშვება მიდიოდა. ამის შემდეგ არხის მაუწყებლობა შეწყდა.
„იმედის“ თანამშრომლებს ჩამოართვეს მობილური ტელეფონები და დაატოვებინეს ტელეკომპანიის შენობა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მოუწოდა ხელისუფლებას დროულად გააკეთოს განმარტება,  თუ რის საფუძველზე მოხდა სამართალდამცველების შესვლა „იმედის“ ეთერში.

Media.ge

ახალი ამბები