კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე: მთავრობამ დროებით შეაჩერა საინფორმაციო გადაცემების მაუწყებლობა, დახურა ორი ტელეარხი და გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა

8 ნოემბერი, 2007
8 ნოემბერი, 2007

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აცხადებს „ღრმა წუხილს“ 15-დღიან საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო მთავრობის მიერ საქართველოს დედაქალაქში ძალადობის გზით დემონსტრანტთა დარბევის შემდეგ კერძო ტელეკომპანიების ყველა საინფორმაციო გადაცემის მაუწყებლობის შეჩერება და ორი ტელეკომპანიის დახურვა.

„საქართველოს მოსახლეობას უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ“, - განაცხადა პრესის თავისუფლების ორგანიზაციამ. „ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას შეცვალოს ეს გადაწყვეტილება და ჟურნალისტებს მისცეს უფლება გააგრძელონ ნორმალურად მუშაობა“.

პარლამენტის არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით გამართული ოპოზიციის აქციების მეექვსე დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომ არეულობას რუსეთი ამძაფრებდა, გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეკონომიკის განვითარების მინისტრმა, გიორგი არველაძემ გამოაცხადა ყველა დამოუკიდებელი ტელევიზიების მიერ საინფორმაციო გადაცემების მაუწყებლობის შეზღუდვა. საქართველოს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არის ერთადერთი ტელეკომპანია, რომელსაც უფლება აქვს გაავრცელოს ახალი ამბები.

„იმედმა“, სამი წამყვანი კომერციული ტელეკომპანიიდან ყველაზე პოპულარულმა ტელეკომპანიამ, 7 ნოემბერს, საღამოს 8:50 საათზე შეწყვიტა მაუწყებლობა, სწორედ მას შემდეგ, რაც გიორგი თაგამაძემ, საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ტელეკომპანის შენობაში შეიჭრა სპეცდანიშნულების რაზმი. თანამშრომლები აიძულეს დაწოლილიყვნენ იატაკზე, მათ ჩამოართვეს მობილური ტელეფონები (ზოგსაც დაუმტვრიეს). პოლიციელები დაემუქრნენ ზოგიერთ მათგანს თავზე იარაღის მიდებით. „კავკასია“, კიდევ ერთი კერძო ტელეკომპანია თბილისში, რამდენიმე წუთში გაითიშა. ორივე ტელეკომპანიას ჰქონდა სპეცდანიშნულების რაზმის მიერ დემონსტრანტების დარბევის ფაქტების ჩანაწერები.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ეს მითითებები დაეგზავნება ახალი ამბების ყველა სააგენტოს.

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა დილის 11 საათზე განაცხადა, რომ პოლიციის მიერ განხორციელებული დარბევის შედეგად 500-ზე მეტ ადამიანი საჭიროებს სამედიცინო მეთვალყურეობას. დაახლოებით 100 ადამიანი კვლავ საავადმყოფოებშია. ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები თბილისში 2 ნოემბერს დაიწყო.

კრიზისი დაიწყო 27 სექტემბერს, როცა დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, მას შემდეგ, რაც მან დაადანაშაულა პრეზიდენტი სააკაშვილი ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის მცდელობაში. ოქრუაშვილმა უარყო ეს ბრალდებები დაკავებისა და კორუფციაში მისთვის ბრალის წაყენების შემდეგ. გირაოს სახით 10 მილიონი დოლარის გადახდის შედეგად ოქრუაშვილის გათავისუფლების შემდეგ, მან 5 ნოემბერს „იმედს: კვლავ მისცა ინტერვიუ მიუნხენიდან, რომელშიც კვლავ დაადასტურა მის მიერ ადრე პრეზიდენტისთვის წაყენებული ბრალდებები.


ახალი ამბები