კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხაინდრავა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილის სტატუსით კონტრდაზვერვის დეპარტამენტშია დაბარებული

13 ნოემბერი, 2007

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა დღეს, 13:00 საათისთვის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილის სტატუსით კონტრდაზვერვის დეპარტამენტშია დაბარებული. როგორც გოგა ხაინდრავამ ერთიანი ეროვნული საბჭოს მიერ გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან შესაბამისი უწყება მან უკვე მიიღო: 

 

 

ხელისუფლება ცალკეული პოლიტიკური ლიდერებისა და რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ დევნას განაგრძობს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მიერ გაცხადებული იყო, რომ მოქალაქეების ყოველგვარი პოლიტიკური დევნა შემცირდება, სინამდვილეში ეს  ასე არ არის. პოლიტიკური ლიდერების დაჭერა გრძელდება, ხოლო იმ ათასობით ადამიანიდან, რომელიც მშვიდობიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, რამდენიმე ათეული დაპატიმრებულია“, - განაცხადა ხაინდრავამ

 

 

იგი 5 იანვრისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომმოქმედი ხელისუფლების პირობებში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე საუბარი ზედმეტია“. ხაინდრავამ ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, „პოლიტიკური ლიდერებისა და ცალკეული მოქალაქეების პოლიტიკური დევნა დაუყონებლივ შეწყვიტონ“, წინააღმდეგ შემთხვევაში მათკანონს მიღმა აღმოჩენა“ უწინასწარმეტყველა.

 

 

 

 

წყარო: „პირველი“

 

 

ახალი ამბები