კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„იმედი“ ეთერში შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც ვერ გავიდეს

13 ნოემბერი, 2007

ამერიკულმა გამოცემა „ნიუ-იორქ თაიმსმა“ გაავრცელა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის  გიგა ბოკერიას ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც იგი საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ტელეკომპანია „იმედის“ გარშემო არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.

როგორც ბოკერიამ ამერიკულ გაზეთს განუცხადა, ნოემბრის მოვლენებმა დაადასტურა, რომ საქართველო შედგა, როგორც სახელმწიფო.

რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედს“, ბოკერიას განმარტებით, არ არის გამორიცხული, „იმედი“ ეთერში ვერც საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გავიდეს.
კერძოდ, ბოკერიას განმარტებით, სამართალდამცავები სწავლობენ „იმედის“ კრიმინალურ საქმიანობას და ისინი ეჭვმიტანილები არიან ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან თანამშრომლობაში და სახალხო მღელვარების პროვოცირებაში.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები