კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროპის საბჭოს თანამომხსენებლებმა სტრასბურგში საქართველოს შესახებ მკაცრი მოხსენება გააკეთეს

13 ნოემბერი, 2007

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა მათიას იორშმა და კასტრიო ისლამმა საქართველოში ვიზიტის შედეგების შეჯამებისას სტრასბურგში საკმაოდ მწვავე მოხსენება გააკეთეს. როგორც გუშინ საქართველოში  ევროსაბჭოს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იორშმა და ისლამმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. მათ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, „ნებისმიერი ქმედების დროს მკაცრად ერთგული დარჩეს კანონის უზენაესობის პრინციპებისა და მისდიოს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, განსაკუთრებით - გამოხატვის, ინფორმაციისა და შეკრების თავისუფლებასთან მიმართებაში“.

მათიას იორშმა და კასტრიო ისლამმა მკაცრად დაგმეს 7 ნოემბერს პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ფაქტი. „მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გამოყენება, კერძო სამაუწყებლო სადგურების დახურვა და ინფორმაციის გავრცელებაზე შეზღუდვების დაწესება ნებისმიერ ვითარებაში მიუღებელია დემოკრატიული სისტემისთვის“ - განაცხადეს ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროსაბჭო და საერთაშორისო თანამეგობრობა მზად არიან, საქართველოს არსებული პოლიტიკური კრიზისიდან თავის დასაღწევად დახმარება აღმოუჩინონ.

წყარო: „პირველი“

ახალი ამბები