კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კომპანია „ლინქსი" თბილისის მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს

13 ნოემბერი, 2007

მთაწმინდის პარკის ოპერატორი კომპანია „ლინქსი“ აპროტესტებს თბილისის მერიის გადაწყვეტილებას კომპანიასთან 49-წლიანი საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე. ამის შესახებ ნათქვამია ცნობილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის კომპანია „შალფორდ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი რუხაძის მიერ გუშინ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

„კომპანია დაჟინებით უარყოფს მტკიცებას, თითქოს დღევანდელ დღემდე მხოლოდ „მცირე“ ინვესტიციები იყო გაკეთებული და პარკს დასრულებამდე კიდევ ბევრი აკლდა“, - ნათქვამია პრეს-რელიზში. რუხაძის განცხადებით, „მიუხედავად იმისა, რომ იჯარის შეთანხმება კომპანიასა და დედაქალაქის მთავრობას შორის 5 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებდა, სინამდვილეში კომპანიამ დღემდე თითქმის 25 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განახორციელა და უახლოეს მომავალში დამატებით ინვესტიციებს გეგმავდა“, – აცხადებს „ლინქსის“ ადმინისტრაცია.

რუხაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მთაწმინდის პარკი 7 ნოემბერს დაიხურა, „როდესაც მასში ნიღბიანი სამხედრო შენაერთები შეიჭრნენ და პარკის ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარეს“. „ლინქსის“ ადმინისტრაციის განცხადებით,  „მოძალადეებმა პარკის მთელ მომსახურე პერსონალს უბრძანეს, ტერიტორია დაეტოვებინათ, რასაც ნიღბიანი სამხედრო შენაერთების შენობებში შესვლა მოჰყვა“. ირაკლი რუხაძის განცხადებით, კომპანია თავისი უფლებების დაცვას კონტრაქტის საფუძველზე განახორციელებს.

როგორც ცნობილია, 7 ნოემბერს თბილისის ვიცე-მერმა მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, რომ კომპანია „ლინქსმა“ „მრავალჯერ დაარღვია კონტრაქტის პირობები, დააგვიანა საიჯარო გადასახადის გადახდა“ და ამ მიზეზით თბილისის მერიამ მას მთაწმინდის პარკი ჩამოართვა. ახვლედიანმა ასევე განაცხადა, რომ კომპანიას აუნაზღაურდება „ის მინიმალური თანხები, რომელიც ამ დრომდე მთაწმინდის პარკის ასაშენებლად დაიხარჯა“.

წყარო: „პირველი“

ახალი ამბები