კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

IFJ უერთდება საერთაშორისო საზოგადოების სხვა წევრებს, რომლებიც გმობენ საქართველოს მედიაზე დაწესებულ აკრძალვას

13 ნოემბერი, 2007

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ (IFJ ) დაგმო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ცენზურისa და მედიაზე შეზღუდვების დაწესება, რაც თავისუფლად მუშაობის საშუალებას არ აძლევს მედია ორგანიზაციებს ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. 

„ცენზურა ვერასოდეს გადაჭრის პრობლემას. იგი მხოლოდ  წარმოშობს  ეჭვებს და ამძაფრებს კრიზისს“,- აცხადებს IFJ-ის გენერალური მდივანი აიდან უაიტი.

IFJ უერთდება საერთაშორისო საზოგადოების სხვა წევრებს, რომლებიც გმობენ საქართველოს მედიაზე დაწესებულ აკრძალვას და მოითხოვენ მედიის თავისუფლების დაუყოვნებლივ აღდგენას.

„აკრძალვა მედიაზე და დამოუკიდებელი მაუწყებლობის ჩახშობა, ასეთ კრიტიკულ ვითარებაში,  სერიოზულ დარტყმას  აყენებს პრესის თავისუფლებას  და საზოგადოების უფლებას იყოს ინფორმირებული  მიმდინარე მოვლენების შესახებ,“ -განაცხადა IFJ-ის გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით,  „თუ პრეზიდენტ სააკაშვილს სურს უზრუნველყოს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები, მან უფლება უნდა მისცეს ყველა დამოუკიდებელ მედია საშუალებას გააშუქოს მიმდინარე პროცესები“.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები