კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ხელისუფლებას ოპოზიციონერთა დევნაში ადანაშაულებს

14 ნოემბერი, 2007

საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ხელისუფლება აგრძელებს განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების დევნასა და ტერორს.

როგორც მან გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სახალხო დამცველს უკვე ასამდე მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაცია დაუგროვდა. მისი თქმით, განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებს იტაცებენ, აწამებენ, სცემენ, მიჰყავთ ტყეში და იქ ხეზე შეკრულს ტოვებენ, მათ ახლობლებს კი დაკითხვაზე იბარებენ ან აჯარიმებენ.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტ დაჩი ცაგურიას ხუთი ადამიანი თავს დაესხა, რომლებიც ტაბელური ცეცხსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი. ორმა მათგანმა ცაგურია სასტიკად სცემა.

პრესკონფერენციას თავად დაზარალებულიც ესწრებოდა, რომელმაც ჟურნალისტებს თადასხმასთან დაკავშირებული დეტალები გააცნო.

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა თანასწორობის ინსტიტუტის იმერეთის ბიუროს თავმჯდომარის გოჩა ბაძგარაძის გატაცებისა და ცემის ფაქტზეც ისაუბრა. სოზარ სუბარი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების დევნის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს და რადიო „იმედის“ და ტელეიმედის, „კავკასიის“ და „25-ე არხის“ მაუწყებლობის აღდგენას მოითხოვს.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები