კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროპის კომერციული ტელევიზიების ასოციაცია „იმედის“ გათიშვას აპროტესტებს

14 ნოემბერი, 2007

ევროპის კომერციული ტელევიზიების ასოციაცია ევროპის 34 ქვეყანაში მოქმედი ტელეკომპანიების სახელით შეშფოთებას გამოხატავს ტელეკომპანია „იმედის” გათიშვისა და დანარჩენი არასახელმწიფო მაუწყებლებისთვის  ახალი ამბების გადაცემის აკრძალვის გამო.

ასოციაციის წარმომადგენლები ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებენ, მკაფიოდ განუმარტონ საქართველოს ხელისუფლებას, რომ დამოუკიდებელი მედია-საშუალებები დღევანდელ ევროპაში არ იხურება.

ასოციაციის გენერალური დირექტორის როს ბიგამის განცხადებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არსებობს გარემოება, რომელიც გაამართლებს სამხედრო პოლიციის მიერ დამოუკიდებელი მაუწყებლის ეთერიდან ძალის გამოყენებით გათიშვას. იგი პლურალისტურ მედიას ევროპული დემოკრატიის ქვაკუთხედს უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ ევროპული ინსტიტუტები მათთან ერთად დაგმობენ ამ სრულიად მიუღებელ საქციელს და საქართველო მალე დაუბრუნდება ევროპული, დემოკრატიული განვითარების გზას.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები