კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სპეცრაზმელის ცემაში ეჭვმიტანილ ზვიად ხარგილიას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

15 ნოემბერი, 2007

7 ნოემბრის აქციის დროს   სპეცდანიშნულების რაზმის ერთ-ერთი წევრის განსაკუთრებული სისასტიკით ცემაში  ეჭვმიტანილ ზვიად ხარგილიას ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. როგორც " პირველს" შსს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა, ხარგილიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა. სამართალდამცველებმა 34 წლის ზვიად ხარგილია ორი დღის წინ დააკავეს.  როგორც ცნობილია, 7 ნოემბრის მოვლენების დროს რამდენიმე მომიტინგემ სპეცდანიშნულების რაზმის ერთ-ერთი თანამშრომელი სასტიკად სცემა, რის გამოც დზარალებულს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. წინასწარი ინფორმაციით, სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, ხარგილიას გარდა, სამართალდამცველებმა აქციის კიდევ რამდენიმე ათეული მონაწილე დააკავეს, რომლებსაც 30-დღიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. თუმცა ოფიციალური სტრუქტურები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეთაგან მხოლოდ ორი ადამიანია დაკავებული.


საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები