კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როდის აღდგება რადიო „იმედის“ მაუწყებლობა?

20 ნოემბერი, 2007

რადიო „იმედში“ დღეს მისულ თანამშრომლებს ოფისი ისევ დაკეტილი დახვდათ. შსს-ს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ისინი  შენობაში არ შეუშვეს და განუცხადეს, რომ ხელმძღვანელობისგან ასეთი მითითება ჰქონდათ მიღებული. რადიო „იმედის“ ეთერში გასვლის თარიღი ისევ გაურკვეველია.

ტელე და რადიო „იმედს“ ცალკე ლიცენზია აქვს და ცალკე ხელმძღვანელობა ჰყავს. თუმცა. მფლობელი ერთია -  კომპანია „ნიუს კორპი“.

რადიო „იმედის“  ადვოკატი, შალვა შავგულიძე განმარტავს, რომ მაუწყებლობის ამ დრომდე შეჩერების  არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. არ არსებობს არც რაიმე დოკუმენტაცია, რის საფუძველზეარ აღდგა მაუწყებლობა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ. დღეს არც ოფისში არშეშვების ოქმზე ხელის მომწერი გამოჩნდა ვინმე: „როდესაც ჩვენ მოვითხოვეთ განმარტება, დაცვის თანამშრომლებმა კიდევ ერთხელ დარეკეს „ხელმძღვანელობაში“ და მიიღეს იგივე, რადიოს თანამშრომლების შენობაში არ შეშვების მითითება.
როცა პასუხის გამცემი არავინაა, ისღა დაგვღჩენია, გავასაჩივროთ ეს ამბავი ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. უნდა დავწეროთ საჩივარი ყველა შესაბამისი უწყების სახელზე. ჩვენ გვაინტერესებს პასუხი კითხვაზე, რა მოტივით არ აღდგა რადიო „იმედის“ მაუწყებლობა“, - ამბობს შალვა შავგულიძე.

მაუწყებლობის დირექტორი, ნონა ყანდიაშვილი კი შიშობს, რომ შესაძლოა, ოფისში რამე იყოს დაზიანებული. 7 ნოემბრის შემდეგ რადიოში არც ერთი თანამშრომელი არ შესულა:

„კარი დალუქული არ არის, ვინ შედის და ვინ გამოდის, არც ვიცით. დღემდე ველოდით, რომ ეთერში გავიდოდით, რადგან რაიმე გამოკვეთილი განცხადება ხელისუფლების მხრიდან რადიოს მისამართით არ ყოფილა. თუმცა, როგორც ირკვევა, ხელისუფლების ბევრმა წარმომადგენელმა, არც იცის რომ ეთერში არ ვართ. მაგალითად, ძალიან გაუკვირდა ეს ფაქტი დღეს პარლამენტის წევრ პალიკო კუბლაშვილს, რომელმაც ჩვენს ჟურნალისტს გაოცებით ჰკითხა, როგორ, ეთერში არ ხართო?“, - აცხადებს ნონა ყანდიაშვილი.

ხვალ შალვა შავგულიძე პროკურატურს მიმართავს.


ეკა ქევანიშვილი, თბილისი.

ახალი ამბები