კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რადიო „იმედის” ხელმძღვანელობა დღეს პროკურატურას მიმართავს

20 ნოემბერი, 2007
რადიო „იმედის” ხელმძღვანელობა რადიოს მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით  გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვს. ამ საკითხზე რადიოს მესვეურები პროკურატურას დღეს მიმართავენ.

როგორც „მედიანიუსს” რადიო „იმედის“ ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განუმარტა, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ყადაღა დაადო ტელეკომპანია „იმედს” და შესაბამისად, მაუწყებლობაც შეუწყვიტა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ ყოფილა საუბარი რადიო „იმედზე“. რადიო „იმედი“ არის ცალკე იურიდიული პირი”, - აღნიშნა შავგულიძემ.

მისივე თქმით, 7 ნოემბრის შემდეგ რადიოს ხელმძღვანელობისთვის რაიმე სამართლებრივი დოკუმენტი არავის წარუდგენია, რაც დანაშაულებრივი ქმედებაა. რადიო „იმედის“ ხელმძღვანელობა გენერალურ პროკურატურას აღნიშნულ საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით 20 ნოემბერს მიმართვას.

აღსანიშნავია, რომ რადიო „იმედის“ საეთერო მაუწყებლობა 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის” მაუწყებლობის პარალელურად შეწყდა.

წყარო: მედიანიუსი


ახალი ამბები