კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება ბაჩანა ახალაიას შეწყალებასთან დაკავშირებით

4 ნოემბერი, 2013
 
როგორც ცნობილია, 2013 წლის 3 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე 14 დღით ადრე შეიწყალა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩანა ახალაია ე.წ. „ციხის ბუნტის“ საქმეში, რომელზეც სასამართლომ 28 ოქტომბერს გამოიტანა განაჩენი და რითაც ბაჩანა ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულ სასჯელაღსრულების დეპარატამენტის სამ ყოფილ მაღალჩინოსანს სამი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის #277 ბრძანებულება ადგენს კონკრეტულ წესებს, რომელთა დაცვით უნდა მოხდეს პირის შეწყალება. ამ წესებს მიეკუთვნება სასჯელის 1/3-ის მოხდა და პირის მიერ შეწყალების თხოვნა, რა პირობებიც აღნიშნულ შემთხვევაში, სახეზე არ იყო. თუმცა, ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, აღნიშნული წესების დაცვის გარეშეც მიიღოს შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება. 

შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ აღნიშნული პუნქტი არ განსაზღვრავს, თუ რა კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში აქვს პრეზიდენტს მისი გამოყენების უფლება. ეს კი ეწინააღმდეგება სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს, რომლის თანახმადაც, კანონი უნდა იძლეოდეს იმის განჭვრეტის შესაძლებლობას, თუ რა გარემოებების დადგომის შემთხვევაში ამოქმედდება იგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს მისი თვითნებურად გამოყენების საფრთხე.

იმის გათვალისწინებით, რომ „ციხის ბუნტის“ საქმე წარმოადგენს საზოგადოებისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან საქმეს, აუცილებელია, ნათელი იყოს ის გარემოებები, რომელთა საფუძველზე მოხდა ამ საქმეში ბრალდებული პირის შეწყალება. აღნიშნული გარემოებები უნდა იყოს კანონმდებლობით ნათლად განსაზღვრული, რათა თავიდან იყოს აცილებული მისი თვითნებურად გამოყენება.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ კანონმდებლობით პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს შეწყალების უფლება ერთპიროვნულად, შეწყალების კომისიის რეკომენდაციის გარეშე. შეუძლებელი უნდა იყოს პირის შეწყალება, თუ მას მოხდილი არა აქვს სასჯელის 1/3 მაინც. ამავე დროს, შეწყალების აქტის გამოცემისას აუცილებელ წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს პატიმრის მხრიდან დანაშაულის აღიარება.

ახალი ამბები