არჩევნები
აირჩიეთ წელი:
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2020-12-28
ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდა 25 სასამართლო პროცესს, სადაც სავარაუდო პოლიტიკური მოტივი იკვეთება
ადამიანის უფლებათა ცენტრი 2020 წლის თებერვლიდან აკვირდება საერთო სასამართლოებში მიმდინარე სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო პროცესებს. 2020 წლის ბოლომდე ადამიანის უფლებათა ცენტრის დაკვირვების ქვეშ მოექცა 25 საქმე, რომელთაგან ნაწილის განხილვა სასამართლოში ამჟამად დასრულებულია.
2020-11-30
საპარლამენტო არჩევნების I და II ტურის მიმოხილვა ქვემო ქართლში
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში განახლებული საარჩევნო სისტემით ჩატარდა. საქართველოს მოქალაქეებმა კანონშემოქმედი ორგანო პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული მოდელით აირჩიეს. თუმცა, არჩევნების ჩატარების პროცესში გამოვლენილი დარღვევების გამო, ოპოზიციური პარტიები და საზოგადოების ნაწილი შედეგებს არ აღიარებს. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გამოირჩეოდა დემოკრატიის დაბალი ხარისხით, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.
2020-11-22
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე გამოვლენილი ძირითადი ტენდენციები
ადამიანის უფლებათა ცენტრი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს ხაშური-ქარელისა და რუსთავი-გარდაბნის მუნიციპალიტეტების საარჩევნო უბნებში აკვირდებოდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცედურების შესრულების პროცესს უბნების გახსნიდან კენჭისყრის დასრულებამდე, ასევე ხმის დათვლისა და შემაჯამებელი ოქმების შევსების პროცესს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლების ყურადღების ქვეშ მოექცა ასევე საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორია.
2020-10-31
ადამიანის უფლებათა ცენტრი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის პროცესს აკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები პარლამენტის არჩევნებს საქართველოს შვიდ რეგიონში აკვირდებიან: 1. კახეთში - საგარეჯოს და ახმეტის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; 2. ქვემო ქართლში - გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; 3. სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; 4. შიდა ქართლის რეგიონში, გორის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; 5-7) იმერეთის, აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
2020-10-31
არჩევნები იარაღის გარეშე!
2020-10-30
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგი
მეორე შუალედური ანგარიში
2020-09-30
ბიზნესმენი დეპუტატობის კანდიდატების შემოწირულობები - ინვესტიცია მომავალი ტენდერებისთვის
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შემოწირულებების დიდი რაოდენობით გამოირჩევა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 1 იანვრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, პარტიებმა შემოწირულობების სახით ჯამში 14 690 602.52 ლარი მიიღეს.
2020-07-27
გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმე
2020-06-02
შეხვედრა ირაკლი ოქრუაშვილთან
სხვა სიახლეები
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი
HRC აგრძელებს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო განხილვების და საპროტესტო აქციების მონიტორინგს
ვაკანსია: პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის (PR Manager)
ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობას აფასებს
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხადებს კონკურსს პანდემიის დროს და შემდგომ პერიოდში შიდა ქართლის რეგიონში მოწყვლადი ჯგუფების მხარდამჭერთა შესარჩევად
არქივი
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას