კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით პანდემიის დროს სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომელს განაცდური აუნაზღაურდება

19 ივნისი, 2021
2021 წლის 17 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის სასარჩელო მოთხოვნა და  შპს „ტექნოპაუსს“ თანამშრომლის, ს.ა.-ს სასარგებლოდ დააიკისრა კომპენსაცია და განაცდურის ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით.  ასევე  გაუქმდა ს.ა.-ს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება. 

ს.ა.-მ ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარებისათვის 2020 წლის  აგვისტოში მომართა.  ის 2015 წლიდან შრომითი ხელშეკრულებით ტექნიკოსის პოზიციაზე მუშაობდა შპს „ტექნოჰაუსში“ და  ქვეყანაში კოვიდ 19 -ის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე  ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა მუშაობას. პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მეორე ეტაპის მოხსნის შემდეგ (11.05.2020) ს.ა. „ტექნოჰაუსში“ მივიდა სამუშაოს გასაგრძლებლად, სადაც მენეჯრემა განუცხადა, რომ კომპანია თავად დაუკავშირდებოდა როცა საჭირო იქნებოდა, მაგრამ მისთვის ამის შემდეგ აღარ დაურეკავთ.  

2020 წლის 13 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა შპს ,,ტექნოჰაუსის’’ გენერალურ დირექტორს წერილობით მიმართა და სთხოვა, ეცნობებინა თუ როდის აპირებდა შპს „ტექნოჰაუსი“ ს.ა.-სთვის განცდურის ანაზღაურებას, რომელიც 6000 ლარს შეადგენდა.  2 სექტემბერს მოვიდა ცნობა, რომელშიც ეწერა, რომ კომპანია არ აპირებდა განაცდურის ანაზრაურებას. 

23 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. იურისტი ს.ა.-ს სამსახურში აღდგენას, გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას და განაცდურის ანაზრაურებას ითხოვდა. სასამართლომ 17 ივნისს ნაწილობრივ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა. რაც შეეხება ს.ა.-ს სამსახურში აღდგენას, სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან კომპანიის მიერ წარმოდგენილ საშტატო ნუსხაში ტექნიკოსის თანამდებობა არ ფიქსირდებოდა. 

ახალი ამბები