კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამოქალაქო აქტივისტის სასამართლო პროცესი მისი სიტყვიერი გაფრთხილებით დასრულდა

9 თებერვალი, 2022
 Humanrights.ge

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო აქტივისტის ლევან ხარაულის მიმართ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. ლევან ხარაულის ინტერესებს სასამართლო პროცესზე ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა. ადმინისტრაციული ორგანო აქტივისტს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა და მოითხოვდა, დაჯარიმებულიყო 3000 ლარით. 

ლევან ხარაული 2021 წლის 12 ნოემბერს იმყოფებოდა პარლამენტის მემდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც პარლამენტის შენობის ფასადზე საღებავით გააკეთა წარწერა „Дума“. ამის გამო შსს საპატრულო პოლიციამ მასზე შეადგინა ამდინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით. ადმინისტრაციული დაკავების ოქმში დაკავების მოტივად აღნიშნული იყო, რომ მოქალაქე ლევან ხარაული არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაემახინჯებინა პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის იერსახე და ადმინისტრაციულ შენობაზე გააკეთა წარწერა საღებავით, რის გამოც დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.

სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა ვერ წარმოადგენა დაკავების ოქმში აღნიშნული სამართალდარღვევის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულება - კამერის ჩანაწერი. პოლიციის მხრიდან გამოყენებული იყო მოწმის ჩვენება, რომელიც ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყო, რაც  არ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და საქმის განხილვისას შეუძლებელი ხდება მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილება ნეიტრალური მტკიცებულების საფუძველზე.

საბჭოთა პერიოდში - 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც დღესაც მოქმედია, ხშირად გამოიყენება გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ, ვინაიდან კოდექსი არ ცნობს გამოხატვის თავისუფლებას, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძველს. ამას ხელისუფლება ხშირად იყენებს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების  არამართლზომიერად შესაზღუდად. ამავე დროს, სასამართლო პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც გადაწყვეტილება მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობა. ლევან ხარაულის საქმეზე ადამიანი უფლებათა ცენტრი მოითხოვდა, აქტივისტის მიმართ შეწყვეტილიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი სამართალდარღვევის დასამტკიცებლად.

ახალი ამბები