12:33, Saturday, 25.10.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მართლმსაჯულება

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2006-12-28
უმისამართო ციხეში უმისამართოდ წვიმს
„ეს დაწესებულება ერთი წლის განმავლობაში შენდებოდა და აქ მაქსიმალურადაა დაცულია ყველა პირობა, როგორც პატიმრებისთვის, ასევე მომსახურე პერსონალისთვის. მსგავსი საყოფაცხოვრებო პირობები, რაც ამ დაწესებულებაშია, მე სახლშიც კი არ მაქვს,“- ეს განცხადება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ #2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების პრეზენტაციაზე გააკეთა.
2006-12-26
ჩაკაბერიას ოჯახს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში შეაქვს
მიმდინარე წლის 5 დეკემბერს, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, საქართველოს შსს სწრაფი რეაგირების ბატალიონის წარმომადგენლებმა გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ფრიდონ ჩაკაბერია დააკავეს. შსს – ს ინფორმაციით, ჩაკაბერიას ერთი კილოგრამი ჰეროინი და სხვადასხვა სოფლების სასაფლაოებიდან მოპარული დიდი რაოდენობით ალუმინი გადმოჰქონდა.
2006-12-22
როგორ ცხოვრობენ ჰაუპტვახტებში
გუშინ, სახალხო დამცველის ოფისში პრეზენტაცია გაიმართა, სადაც სამხედრო ნაწილებში მდებარე ჰაუპტვახტების შემოწმებისას აღმოჩენილი დარღვევები წარმოადგინეს.
2006-12-21
მეწარმეებს კახეთშიც აკულაკებენ
ოპოზიციის მხრიდან რეკეტად წოდებული, კონკრეტული პირების მიერ კუთვნილი უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტები რეგიონებშიც გახშირდა. კახეთში ამ მხრივ სიღნაღის რაიონი ლიდერობს. ქიზიყში მეწარმეებს არა მარტო შპს-ების ბალანსზე რიცხულ ქონებას, არამედ საცხოვრებელ სახლებსაც ართმევენ.
2006-12-21
გარდაცვლილის ოჯახი მკვლელის დასჯას ითხოვს
გუშინ, ქუთაისში, პატრულის თანამშრომლის მიერ გასულ კვირას მოკლული ვალერი ფხაკაძე დაკრძალეს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფ 19 წლის ფხაკაძეს ივანე კაპატაძემ ესროლა. ტაბელური იარაღიდან სამჯერ გასროლით დაჭრილი ფხაკაძე სისხლისგან დაიცალა. იგი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციულ სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.
2006-12-20
ყაჩაღობაში ბრალდებულებმა პროტესტის ნიშნად თვითდაზიანებები მიიყენეს
ყაჩაღობისათვის ბრალდებულები გიორგი დავითური, დავით გოგოლაური და გელა თითილოკაშვილი, დედოფლისწყაროს რაიონულმა სასამართლომ დამნაშავეებად სცნო. მსჯავრდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. პროტესტის ნიშნად, ეჭვმიტანილებმა თვითდაზიანებები მიიყენეს.
2006-12-19
რეზერვისტობაზე უარი = ციხეს
პარლამენტის გადაწყვეტილებით, სარეზერვო სამსახური მამაკაცებისთვის სავალდებულო ხდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯარმოხდილებს იმავე ფუნქციის შესრულება ხელმეორედ მოუწევთ. აღნიშნული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ვინც რეზერვს თავს აარიდებს, სს პასუხისმგებლობა დაეკისრება.
2006-12-18
ექვსი შვილის მამა თვითმკვლელობაზე ფიქრობს
ერთი ფეხმოტეხილი სკამი, დანგრეული მაგიდა, ორი ნაჩუქარი საწოლი და რამდენიმე თეფში... აი გურჯაანში, ბესიკის ქუჩაზე, ჭერჩამონგრეულ სახლში მცხოვრები ექვსშვილიანი ოჯახის მთელი ავლა-დიდება. 3 წლის ლუკასა და 6 თვის ტყუპებს, სოფოსა და ნინოს ბნელ, ცივ და ნესტიან ოთახში უწევთ ცხოვრება.
2006-12-11
მხარეებს ხმის ამოღება მოსამართლის თანხმობის გარეშე ეკრძალებათ
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის ბრძანებით, სასამართლოზე დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდა. საპარლამენტო ოპოზიცია ამ გადაწვეტილებას უპრეცენდენტო თავხედობას უწოდებს და მის გაუქმებაზე მსჯელობს. კუბლაშვილი კი ოპოზიციას წესრიგისკენ მოუწოდებს და პროცესებზე დასასწრებად ადრე გაღვიძებას ურჩევს.
2006-12-06
არასრულწლოვანი პატიმრის ადვოკატი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს
20 ნოემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ განიხილა არასრულწლოვან დავით ზარანდიას საქმე. 1990 წელს დაბადებული, ზუგდიდელი დავით ზარანდია ქურდობისთვის დააკავეს და 2006 წლის 22 ივლის ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სანაცვლოდ გირაოს სახით, 3000 ლარის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.
2006-12-05
სამეგრელოში ადამიანების მძევლად აყვანა დღემდე გრძელდება
სამეგრელოში ადამიანების მძევლად აყვანის ფაქტები ისევ არსებობს. ბოლო კვირის მანძილზე ორი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.
2006-12-05
პატრულის უფროსს იარაღი კაბინეტში დაახალეს
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსს დავით ტაბუცაძეს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი მამუკა იმერლიშვილი კაბინეტში იარაღის სროლით შეუვარდა. მამუკა იმერლიშვილმა იარაღის მჭიდი მთლიანად დაცალა. ნასროლი ტყვიები პატრულის უფროსის კაბინეტის კედლებს და ჭერს მოხვდა. საპატრულო პოლიციის უფროსი დავით ტაბუცაძე გადარჩა.
2006-12-04
აფხაზეთის ქართულ მოსახლეობას მონებივით ამუშავებენ
ციტრუსის სეზონზე აფხაზეთის ქართულ მოსახლეობას დამატებითი პრობლემები შეექმნა. გარდა იმისა, რომ ისინი ვალდებულნი არიან აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას ხარკის სახით გარკვეული ოდენობის ციტრუსი ჩააბარონ, მათ კარ-მიდამოში მონებივით, უხელფასოდაც უნდა იმუშაონ.
2006-11-29
თელავის საგადასახადო ინსპექცია მიცვალებულებს დავალიანების დაფარვას ედავება
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისის იურისტები, თელავის ზონალურ საგადასახადო ინსპექციას, საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაში ადანაშაულებენ. დაპირისპირების მიზეზი, ინსპექციის მიერ, მეწარმეებისთვის რამდენიმე დღის წინ დაგზავნილი შეტყობინებები გახდა.
2006-11-23
პრეზიდენტს გიორგი მიქიაშვილის გადარჩენას სოხუმიდან და სამაჩაბლოდანაც სთხოვენ
გასულ კვირას საქართველოს რეგიონებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა, საქართველოს პრეზიდენტის სახელზე სპეციალური მიმართვა შეიმუშავეს. წერილს, რომლითაც ხელმომწერები მიხეილ სააკაშვილს გიორგი მიქიაშვილის საქმით დაინტერესებას სთხოვენ, აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან, რუსეთიდან [მოსკოვიდან] და აზერბაიჯანიდან ე.წ. საინგილოდანაც გამოეხმაურნენ.
2006-11-17
`ბადაგონი` სოფლის მეურნეობის სამინისტროს უჩივლებს
14 ნოემბერს ქართულ - იტალიური კომპანია `ბადაგონის` ღვინის ქარხანაში ე.წ. ფალსიფიცირებული ღვინის საჯაროდ დაღვრამ დაპირისპირება გამოიწვია. ღონისძიებას, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ფინანსური პოლიციის კახეთის სამმართველოს მიერ იყო ორგანიზებული, ინვესტორებმა, ბიზნესის დამოუკიდებლად განვითარების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია უწოდეს.
2006-11-16
ხელვაჩაურის რაიონის გამგებელი სასამართლო დარბაზში დააკავეს
გუშინ, ხელვაჩაურის რაიონის გამგებელი გოჩა შერვაშიძე სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. პროკურატურა მას „უკანონოდ გასხვისებული მიწების გამო“ ედავება. წინასწარი ინფორმაციით, პროკურატურა შერვაშიძესთან საპროცესო გარიგებაზე არ მიდის და მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება. გოჩა შერვაშიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
2006-11-16
ადამიანებით მოვაჭრეთა ჯგუფები აქტიურდებიან
ტრეფიკერები აზერბაიჯანსა და საქართველოს ადამიანების ყიდვა-გაყიდვის ძირითად სატრანზიტო ტრასად იყენებენ. თუმცა, ამავე რეგიონის ქვეყნების მაცხოვრებლებიც ხშირად ხდებიან დამნაშავეების ხელში. 231 გაყიდული გოგონა, 58 დაპატიმრებული ტრეფიკერი და გამოვლენილი 14 ორგანიზებული ჯგუფი - ასეთია ერთი წლის არასრული სტატისტიკა აზერბაიჯანში.
2006-11-14
ნარკომანებს ქონებას ჩამოართმევენ და სამსახურშიც აღარ მიიღებენ
საქართველოს პარლამენტი ნარკომანებისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას ამკაცრებს. ცვლილებები შედის რამდენიმე კანონში, რომლის მიხედვითაც, ნარკომანების ქონება კონფისკაციას ექვემდებარება, იზრდება ჯარიმის ოდენობა, ისჯება ნარკოტიკის მოხმარებისთვის ხელშეწყობა (ბინის ან მანქანის დათმობა), ამ საქმიანობისთვის დაჯარიმებულ პირს არც სამსახურში მიიღებენ და, გარდა ამისა, მას 10 წლის განმავლობაში იარაღის ტარება ეკრძალება.
2006-11-13
უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი სამართალს ვერ პოულობს
„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრს“ გორში კომბინატის ტერიტორიაზე მდებარე ყოფილი ნარკოლოგიური შენობაში შესახლებული ელენე ლეჟავა დაკვიკავშირდა. ქალბატონი ელენეს თქმით ის და მისი საწოლს მიჯაჭვული დედა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან არიან გამოძევებულები.
[1] 2 3 4 5 6
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC