კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ისტორია

ისტორია

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი, ყოფილი ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი (HRC) 1996 წლის 10 დეკემბერს, თბილისში დაარსდა.  ცენტრის მიზანია  ადამიანის უფლებების, ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის და სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობის გაზრდა საქართველოში.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი საქმიანობას ახორციელებს შემდეგები მიმართულებებით:
• საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მონიტორინგი და დოკუმენტირება;
• საქართველოში ადამიანის უფლებების სიტუაციის შესახებ ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ეუთოს, გაეროს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ანგარიშების რეგულარულად მიწოდება;
• საკანონმდებლო და პოლიციის რეფორმების ლობირება და ადვოკატირება ეროვნულ და საერთაშორისო ინსტიტუტებთან;
• ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე სასამართლო დავების წარმოება იურიდული დახმარების ცენტრის უფასო მომსახურების გზით.
 
 საქართველოში ადამიანის უფლებათა სიტუაციაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ადამინის უფლებათა ცენტრი  ყოველდღიურად განახლებადი ორენოვანი ინტერნეტგამოცემის www.humanrights.ge-სა და ოფიციალური საიტის www.hrc.ge-ს საშუალებით ახერხებს. ადამიანის უფლებათა ცენტრს ასევე ჰქონდა რესურსი -  Religiebi.info, რომელიც  რომელიც რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებს აშუქებდა, ხელს უწყობდა ტოლერანტობის კულტურის განვითარებას, რელიგიათაშორისი დიალოგის გაღრმავებასა და აღმსარებლობის თავისუფლების  დაცვას. გარკვეული დროის შემდეგ Religiebi.info შეუერთდა humanrights.ge-ს.
 
Humanrights.ge - ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგაზეთია, რომელიც 2003 წლიდან ფუნქციონირებს. პლატფორმაზე ცენტრის ჟურნალისტების მიერ მომზადებული სტატიები, ვიდეოები და ახალი ამბები ქვეყნდება. რედაქციის შერჩევით, პერიოდულად იდება სხვადასხვა ინტერნეტრესურსების საინტერესო პუბლიკაციები ადამიანის უფლებების შესახებ. 
 
დაარსების დღიდან Humanrights.ge-ზე განთავსებული სტატიებიდან რამდენიმე სხვადასხვა კონკურსზე იყო ნომინირებული. 
 
2006 წელს, ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის ინტერნეტგამოცემამ და ვებ პორტალმა  ადამიანის უფლებების შესახებ www.Humanrights.ge  “ეროვნულ ინტერნეტ კონკურსში“, ნომინაციაში საუკეთესო საინფორმაციო რესურსი მეორე ადგილი მოიპოვა.
2014 წელს, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოდგილემ, ნინო ტლაშაძემ, ბოსნია ჰერცოგოვინასა და სერბეთში საქმიანი ვიზიტის შემდეგ შთაბეჭდილებები აღბეჭდა სტატიაში ,,მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში’’. სტატია წარდგენილი იყო  კონკურსზე სამშვიდობო ჟურნალისტიკაში  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) კონკურსზე და ავტორი სამშვიდობო ჟურნალისტიკის სპეციალური პრიზის სამ ნომინანტს შორის დასახელდა.