სხვა
2013-05-21
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
2013-05-20
შსს რაიონების ადგილობრივი ბიუჯეტების გამოყენებას აგრძელებს
ქართული ტელეარხებზე შსს ახალი სარეკლამო ვიდეო გამოჩნდა. რეკლამიდან გვიხსნიან, რომ გაუქმდა სამინისტროს სოდ-ის და კუდ-ის დეპარტამენტები, შეიქმნა ახალი სამსახური - სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო და ა.შ. მაყურებელმა რეკლამიდან დასკვნა უნდა გამოიტანოს, რომ სამინისტრო სოდის და კუდის მანკიერი ქმედებების გაგრძელებაზე უარს ამბობს და ახალი, ჯანსაღი სისტემის შექმნას ცდილობს.
2013-05-20
წალკაში მცხოვრები ეკომიგრანტები უსახლკაროდ დარჩნენ
16 სამარშრუტო ტაქსით წალკიდან აჭარაში ეკომიგრანტები ორი დღის წინ დაბრუნდნენ.ისინი სტიქიის გამო, ხულოსა და შუახევის რაიონებიდან წალკაში, წლების წინ გადაასახლეს. ეკომიგრანტებს ის სახლები, რომლებშიც ისინი წალკაში მთავრობამ ჩაასახლა, საკუთრებაში არ ჰქონდათ გაფორმებული. მათი დიდი ნაწილის მფლობელები, წლების წინ საბერძნეთში გადასახლდნენ. თუმცა ახლა მეპატრონეები საბერძნეთიდან დაბრუნდნენ და სახლები უკან დაიბრუნეს.
2013-05-15
სოხუმი ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემას წყვეტს
დეფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებამ რეგიონის ეთნიკური ქართველი მაცხოვრებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემა შეწყვიტა იმის შიშით, რომ ამ პროცესს, როგორც აფხაზეთის ზოგიერთი ოფიციალური პირი აცხადებს, შესაძლოა „აფხაზეთის ქართველიზაცია“ მოყვეს.
2013-05-08
ჯერ კიდევ მყიფე დემოკრატია
შარშანდელი საპარლამენტო არჩევნები, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ქართული დემოკრატიისთვის – ქვეყნის ისტორიაში პირველად, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდა. ექვსთვიანი მმართველობის შემდეგ, ახალი მთავრობის პირველი შეფასების დროა: აღადგენს ის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას, თუ უკან დაიხევს თავისი დემოკრატიული ვალდებულებებისგან?
2013-05-07
საპროტესტო აქცია პირადი ცხოვრების უფლებების დარღვევის წინააღმდეგ
სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებლებმა 4 მაისს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის ყოფილი შენობის წინ პირადი ცხოვრების უფლებების დარღვევა გააპროტესტეს. საპროტესტო აქციის შესახებ Facebook-ში შეიქმნა ჯგუფი სახელწოდებით „აღარ გვინდა კადრები!“
2013-05-02
პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს რეფორმაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას განსაზღვრავს, პრეზიდენტის ვეტო 91 ხმით 26-ის წინააღმდეგ დაძლია.
2013-05-02
პარლამენტმა აზარტული თამაშების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები არ მიიღო
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების კანონპროექტმა კვორუმისთვის საჭირო 59 ხმა ვერ მოაგროვა. 46 მომხრე და 44 წინააღმდეგი - ასეთი შედეგით დასრულდა კენჭისყრა 1 მაისის საპარლამენტო სესიაზე. საკანონმდებლო ცვლილებების განსახილველად დებატები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და მას მხარი საპარლამენტო უმცირესობასთან ერთად, უმრავლესობის ნაწილმაც არ დაუჭირა.
2013-05-01
სახალხო დამცველმა დეპუტატთა კითხვებს უპასუხა
30 აპრილს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატთა კითხვებს უპასუხა.
2013-04-30
ოსურმა მხარემ ტირიფონის არხის აღდგენის საკითხი დააყენა
ოსურმა მხარემ ტირიფონის არხის აღდგენის საკითხი ერგნეთში 2013 წლის 16 აპრილს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ოცდამეცამეტე შეხვედრაზე დააყენა. ამის შესახებ მათმა წარმომადგენელმა ხოხ გაგლოითმა ვრცლად ისაუბრა.
2013-04-26
უპატრონო ძაღლების პრობლემა თბილისში
ირმა მამასახლისს უკვე რამდენიმე წელია, რაც მის ეზოში მომრავლებული უპატრონო ძაღლების არსებობა აწუხებს. მისი თქმით, მისი ერთ-ერთი მეზობელი სისტემატურად კვებავს უპატრონო ძაღლებს, რაც მათ მომრავლებას უწყობს ხელს. ამავე მეზობელს როგორც ეზოში ისე სადარბაზოშივე აქვს ცხოველებისთვის მოწყობილი ბუნაგი, სადარბაზოშივე უყრის საკვებს, რის გამოც ზოგჯერ შიგნით შესვლა საშიშიც კია. პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ძაღლები არც აცრილები არიან.
2013-04-24
უცხოელებს საქართველოში 2,5 ჰექტარზე მეტი მიწის შეძენა შესაძლოა აეკრძალოთ
სპეციალისტებმა საქართველოში მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით სპეციალური საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადეს. კანონპროექტის მიხედვით, უცხოელის მიერ საქართველოში სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა დაშვებელია მხოლოდ 2.5 ჰა ოდენობით, საერთო ჯამში კი, არსებული სასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მხოლოდ 5% შეიძლება იყოს უცხოელთა საკუთრებაში.
2013-04-22
პრეზიდენტის საიდუმლო ხარჯები
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირინა იმერლიშვილის განცხადებებს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოყვა. 17 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ირინა იმერლიშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის, მისი ოჯახის, ახლობლების, მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირების „ფუფუნების საგნებზე“ დიდძალი თანხები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ანგარიშიდან იხარჯებოდა და ხარჯებს გრიფით „საიდუმლო“ ედო.
2013-04-17
ნაციონალურ მოძრაობაში დაგეგმილი აქციის წინ უთანხმოება გაჩნდა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის და ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ გაკეთებულმა მამხილებელმა განცხადებამ, რომელიც ორშაბათს საღამოს სავარაუდოდ შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნის დათა ახალაიას ახლად შექმნილ Facebook–ის გვერდზე გამოქვეყნდა, პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობაში შიდა დაპირისპირების ნიშნები გამოავლინა.
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

