პოზიცია
2013-06-06
ადამიანის უფლებათა ცენტრი ახალ ოფისში გადავიდა
გაცნობებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC), რომელიც მდებარეობდა ყაზბეგის გამზირზე, გადავიდა ახალ მისამართზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში.
2013-05-10
ადამიანის უფლებათა ცენტრი საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობის სურვილს გამოთქვამს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ამა წლის მაისის ბოლომდე შეიქმნება საკონსტიტუციო კომისია, რომელიც დაკომპლექტდება პარტიების წარმომადგენლებით, ექსპერტებითა და არასამთავრობო ორგანიზაციებით.
2013-04-17
პრესკონფერენცია ადამიანის უფლებათა ცენტრში - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზეგავლენას მოახდენს შუალედურ არჩევნებზე
ხვალ, 18 აპრილს, 14:30 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი აწყობს პრესკონფერენციას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დისკრიმინაციული შეზღუდვა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატისთვის.
2013-04-03
სახალხო დამცველი დეპუტატებს ლოპოტას სპეცოპერაციის გამოძიებას სთხოვს
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოუწოდა პარლამენტს სპეციალური საგამოძიებო კომისია ჩამოაყალიბოს 2012 წლის აგვისტოს ბოლოს ლოპოტას ხეობაში მომხდარი შეიარაღებული შეტაკების გამოძიების მიზნით, რომლის დროსაც ქართული სპეცსამსახურების სამი წარმომადგენელი და შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი დაიღუპა.
2013-03-25
პრესკონფერენცია ადამიანის უფლებათა ცენტრში - მსჯავრდებული როლანდ და ბაჩო ახალაიებს ადანაშაულებს
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, მთავარმა პროკურატურამ შეისწავლოს ყაჩაღობისთვის მსჯავრდებულ მამუკა ზარქუას და ამავე საქმეში დაზარალებულად ცნობილი მადონა კაჭარავას განცხადებები და დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტების დადგენის მიზნით.
2013-01-29
ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება ვაჰაგნ ჩახალიანის უფლებების დარღვევების თაობაზე
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია ამნისტიის კანონის საფუძველზე რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებული ვაჰაგნ ჩახალიანის გარშემო პოლიტიკური სპეკულაციებით და მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, ასევე - საპარლამენტო უმცირესობას, შეწყვიტონ გამიზნული დეზინფორმაციის გავრცელება.
2013-01-18
საკონსტიტუციო ცვლილებების ხმაურიანი განხილვა
საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიას ქვეყნის უზენაეს კანონში მორიგი ცვლილებების პროექტის პირველი საყოველთაო-სახალხო განხილვა ზუგდიდში ხმაურისა და შელაპარაკების ფონზე მოუწია. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეძახილებითა და სტვენით შეხვდნენ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს.
2013-01-16
სახალხო დამცველის განცხადება პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით
2013 წლის 14 იანვარს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ მოქალაქეთა მიმართ, ძალადობითა და პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე.
სხვა სიახლეები
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?

