13:40, Friday, 18.04.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მართლმსაჯულება

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2007-10-30
ზუგდიდში გააერთიანებული ოპოზიციის მიტინგი ხელისუფლებამ ვერ ჩაშალა - 2 ნოემბრის გენერალური რეპეტიცია შედგა
გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგი ხელისუფლებამ ვერ ჩაშალა. თუმცა, მის წინააღმდეგ აქამდე ნაცადი მეთოდი წარმატებით გამოიყენა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ საპროტესტო მიტინგზე ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდა ლიდერების თავდასხმებს იქ შეკრებილი მოსახლეობა თავად იგერიებდა და ოპოზიციის ლიდერებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა.

2007-10-29
,,გაღმა შედავების” პოლიტიკა ქუთაისის ციხეში
სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე და 19/109-ე მუხლებით გასამართლებული კობა კობახიძე და მამუკა ნინუა სასჯელს გეგუთის კოლონიაში იხდიდნენ. კობახიძეს 8 წელი ჰქონდა მისჯილი, ნინუას – 10.  2006 წლის 7 დეკემბრისათვის ერთ მათგანს თავისუფლებამდე 3 წელი ჰქონდა დარჩენილი მეორეს – ხუთი. მაგრამ სწორედ იმ დღეს, როდესაც კობახიძე და ნინუა გეგუთის კოლონიიდან ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს, მოხდა ინციდენტი, რომლის შემდეგაც ორივე მათგანს სასჯელზე 10-10 წელი დაემატა.

2007-10-26
,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გორის საკრებულო კორუფციულ გარიგებაში ამხილა
,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" შიდა ქართლის ოფისს ხელთ ჩაუვარდა დოკუმენტი, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ გორის ახალი საკრებულო 2007 წლის 30 აგვისტოს ტენდერში გამარჯვებულ საეჭვო კომპანია ,,გალავანი 2007"-თან თანამშრომლობას აგრძელებდა. ეს ის კომპანიაა, რომელზეც შიდა ქართლის ოლქის პროკურორი დავით საყვარელიძე 2007 წლის 12 სექტემბრის ბრიფინგზე საუბრობდა. პროკურატურა ყოფილ გამგებელს, ვასილ მახარაშვილს სწორედ იმაში სდებდა ბრალს, რომ მან 30 000 ლარი უკანონოდ გადაურიცხა შპს ,,გალავან 2007"-ს, რომელიც დაკავებული გამგებლის სიმამრის, ირაკლი მელაძის საკუთრებაა.

2007-10-26
რატომ გაუჩნდა ხობელ ირაკლი წურწუმიას პროტესტის გრძნობა და რამ მიიყვანა იგი ,,თანასწორობის ინსტიტუტამდე”?!
ზუგდიდის #4 საპყრობილეში 57 დღიანი პატიმრობისა და 5 000 ლარის გადახდის შემდეგ, „თანასწორობის ინსტიტუტის“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ირაკლი წურწუმია კვლავ თავისუფლებაში აღმოჩნდა. ის 7 აგვისტოს პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. წურწუმია თავს დამნაშავედ არ ცნობს და ხობის პოლიციის უფროსის, კობა ხუბულავას მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ პირად ანგარიშსწორებაზე საუბრობს.

2007-10-26
პროკურატურა უპრეცედენტო საპროცესო შეთანხმებაზე მიდის
„ნუ მისცემთ საშუალებას მკვლელებს თავისუფლად იპარპაშონ და კვლავ ჩაიდინონ ახალი მკვლელობები. 10 დამნაშავე ჯერ კიდევ გარეთ დადის და ფულის მეშვეობით ცდილობენ სამართალდამცავი ორგანოებისათვის ხელმიუწვდომელნი გახდნენ. მე იძულებული გავხდები პროკურატურის წინ დავჯდე და გამოვაცხადო უვადო შიმშილობა, რათა ქვეყანამ დაინახოს რისი გამკეთებლები არიან დღეს პროკურატურის თანამშრომლები. იმედს ვიტოვებ თქვენი გონივრული ჩარევის შემდეგ ეს ასე არ მოხდება“, - ასე მიმართავს ორი წლის წინ თბილისში მოკლული თემურ წურწუმიას მეუღლე გულნარა ზეინკლიშვილი საქართველოს გენერალურ პროკურორს, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

2007-10-22
გამოძიების ჩაკეტილი წრე ზესტაფონის პოლიციაში(ნაწილი II)
მას შემდეგ რაც ზესტაფონის რკინიგზაზე როსტომ ხიდაშელის დაღუპვის ფაქტით „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დაინტერესდა, საქმე ადგილიდან დაიძრა. გამომძიებელი გელა წითელაშვილი აცხადებს, რომ მას ოქტომბრის ბოლოსთვის საქმის დასრულება მაინც დაგეგმილი ჰქონდა და ჩვენი ჩარევა აქ არაფერ შუაშია. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიებასთან ერთად საქმით გარდაცვლილის ყოფილი სამსახურისა და რკინიგზის სადგურის ხელმძღვანელობაც დაინტერესდა, ფაქტია, სულ სხვა სურათი დაიხატა.

2007-10-22
შიდა ქართლში გამგებლობის მსურველების უფლებები დაირღვა
კასპის საკრებულოში გენდერული ბალანსი დაარღვიეს. მუნიციპალიტეტის  ბიურომ გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი  მანდილოსნების - ჟუჟუნა წერეთლის და ნინო მძინარიშვილის კანდიდატურები დღის წესრიგიდან იმ მოტივით მოხსნა, რომ ისინი თურმე კასპელები არ ყოფილან და არ იცნობდნენ კასპის რაიონს. თუმცა, მეორე დღეს გამგებლად აირჩიეს კახა ხაჩირაშვილი რომელიც ასევე  არ არის ძირძველი კასპელი და არც მას ჰქონია რაიმე სამსახურებრივი შეხება კასპის რაიონთან.
2007-10-18
„ჩვენნაირების დადანაშაულება იოლია“
„ჩემი შვილი იმიტომ დაადანაშაულეს, რომ ჩვენ ღარიბები ვართ და ჩვენთვის რამის დაბრალება უფრო იოლია. გამოძიებამ სწორედ ამ გზით გახსნა საქმე“, - გვეუბნება თვალცრემლიანი მარინა ქამადაძე რუსულ-ქართული აქცენტით. მის შვილს, მალხაზ ქამადაძეს კავკასიური ნაგაზის ჯიშის ლეკვის ქურდობის მცდელობის ბრალდებით სამი წლით პატიმრობა და ორი ათასი ლარი ჯარიმის სახით, 7 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ვაშაყმაძემ მიუსაჯა. ლეკვის მეპატრონე კი ბათუმის იმჟამინდელი მერის ირაკლი თავართქილაძის ოჯახია. საქმეში დაზარალებულად ყოფილი მერის მამა, თეიმურაზ თავართქილაძეა მოხსენიებული.

2007-10-02
„ით იზ ე თეიბლ“ ანუ თარჯიმნები სასამართლო პროცესებზე
რა პრობლემის წინაშე შეიძლება დადგნენ სასამართლო პროცესებში მონაწილე ადამიანები, რომლებმაც ქართული ენა არ იციან. ადვოკატთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესებზე კვალიფიციური თარჯიმნის არარსებობა მათ სერიოზულ ბარიერებს უქმნის.
2007-10-02
19 წლის ბიჭის მკვლელი შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მუშაობს
სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში მცხოვრები ვაჟა ბაღაშვილი შსს-ს თანამშრომელს ნოდარ აბულაშვილს 19 წლის შვილის, ზვიად ბაღაშვილის მკვლელობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მკვლელი დასჯის ნაცვლად დააწინაურეს. სიღნაღის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ამჟამად შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მუშაობს.
2007-10-01
ოქრუაშვილი - მსხვერპლი თუ დამნაშავე
27 სექტემბრის საღამოს დაკავებული ყოფილი თავდაცვის მინისტრი და „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლითაა ბრალდებული. პროკურატურა მას სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებაში, თანხების გათეთრებაში, სამსახურებრივ გულგრილობასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ადანაშაულებს. ყოფილი თავდაცვის მინისტრის ადვოკატის ეკა ბესელიას თქმით, ოქრუაშვილი ბრალდებებს უარყოფს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არჩვენებს 2003 წლიდან ვაკვირდები. არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, რასაც ვერ ვიტყოდი ჩემი საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებაზე - ყველა არჩევნებზე, იმის გამო რომ
ვრცლად...
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
პირველად დამკვირვებლის სტატუსით
არქივი
    

რედაქტორის აზრი

პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
ბოლო ხანს მედიაში ერთ-ერთი აქტუალური თემაა პატიმართა პროტესტი გეგუთის კოლონიაში. ასობით პატიმარი პროტესტის სხვადასხვა ზომებს მიმართავს და კოლონიის დირექტორის გადაყენებას მოითხოვს. ისინი საპატიმროს
ვრცლად...
შემოდგომის ბუზი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC