ლტოლვილები / დევნილები
2011-12-14
არიან ტომბე: „კონფლიქის მხარეები მოწადინებული არიან, გაუჩინარებული ადამიანების ძებნას ხელი შეუწყონ“
1990-იანი წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტიდან 19 წელი გავიდა, თუმცა ამ ომით დაზარალებული ბევრი ადამიანისთვის დაკარგულ ოჯახის წევრთა ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. არაფერი იციან დაკარგული ოჯახის წევრების ადგილსამყოფელის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომით დაზარალებულებმაც.
2011-12-12
ფოთში ჩასახლებული დევნილები თავს მოტყუებულად გრძნობენ
რამდენიმე თვეა, ფოთში, მალთაყვის უბანში, დევნილთა ახალი დასახლება გაჩნდა, სადაც საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან აფხაზეთიდან დევნილი 800-ზე მეტი ოჯახი ჩამოასახლეს. პირველივე დღეებიდანვე დევნილები აქ უამრავ პრობლემას შეეჯახნენ.
2011-10-10
საცხოვრებლის გარემონტების შემდეგ დევნილ დებს ქუჩაში აგდებენ
რუსთავში ლომოურის ქუჩაზე ოთხსართულიანი სახლის ეზოში ცემენტის ტომრები და მუშების ხელსაწყოები ყრია. „ოქტომბრის ბოლოს უნდა ჩავაბაროთ ობიექტი და ვჩქარობთ“, – გვიხსნიან მუშები, რომლებიც ამ სახლის კაპიტალურ რემონტზე მუშაობენ. სამუშაობი შენობის ყველა სართულს ეხება. სამშენებლო ხმაურის გარდა, კორპუსის მეორე სართულიდან ბავშვების ჟრიამულიც ისმის.
2011-07-28
“დღევანდელი საქართველო გთავაზობთ”
2011-07-21
ხელისუფლება დევნილთა იძულებით გამოსახლებას აგრძელებს
თბილისში დევნილების გამოსახლების მესამე ეტაპი ტრადიციული ხმაურით და კანონდარღვევებით მიმდინარეობს. ამ დღეებში დევნილები თბილისში მდებარე 4 კომპაქტური ჩასახლებიდან: ვარკეთილის 204 ბაგა-ბაღიდან, სამღერეთის ქუჩიდან, უზნაძის 8 და ყაზბეგის 16-დან გამოასახლეს.
2011-06-30
დევნილების სოციალური მდგომარეობა არ იცვლება
დევნილთა სოციალური მდგომარეობა არ იცვლება. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან, გასული საუკუნის 90-იან წლებში დევნილმა მოსახლეობამ აღნიშნა. მათი თქმით, პრობლემა ბევრია. მთავარი კი ისაა, რომ დევნილობიდან ათწლეულების გასვლის მიუხედავად, ბევრ მათგანს თავშესაფარი დღემდე არ აქვს.
2011-06-22
ჯავის დე ფაქტო სასამართლომ საქართველოს 10 მოქალაქის სამხრეთ ოსეთიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო
2011-06-21
ამბავი გაფიცხებული ფიცხელაურისა
„ვინც იმათი თანამშრომელია - რუსების თუ ოსების, მათ უწყისზე ხელს ვინც აწერს და მათ ხელფასს ვინც იღებს, აქ ჩვენი თანამშრომელი ვეღარ იქნება“, – აცხადებენ ჩვენთან საუბრისას ახალგორის დევნილი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, გამგებელი ზურაბ ფიცხელაური და მისი მოადგილე ვალოდია შერმადინი.
2011-06-14
ქართველები აფხაზეთიდან: მივიწყების მიღმა
ბევრი ქართველი, რომელიც აფხაზეთიდან 1992-93 წლების ომის დროს გამოიქცა, დღეს მთელ ქვეყანაში მიმობნეულ პრიმიტიულ დასახლებებში ცხოვრობს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი უზარმაზარ პრობლემებს აწყდებიან, თუმცა მათი შეხედულებები და მისწრაფებები სავსეა საოცარი მოულოდნელობებით.
2011-04-08
უსტატუსო დევნილის თვითმკვლელობა
72 წლის მალხაზ მაღალდაძემ, რომელმაც საკუთარი სახლი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დატოვა, თავი მოიკლა.
2011-04-04
სახალხო დამცველის ანგარიშში ქორეთში ჩასახლებული ეკომიგრანტების აჭარაში დაბრუნების ფაქტებიც მოხვდა
2011-03-16
„ურჩი დევნილები“
კახეთში, კურორტ „ახტალის“ სანატორიუმიდან, აფხაზეთიდან დევნილთა 44 ოჯახი პოლიციის ძალით გასული წლის აგვისტოში გამოასახლეს. განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ შეთავაზებულ ფართში გადასვლას მხოლოდ 4 ოჯახი დათანხმდა. დანარჩენი 40 ოჯახი დღემდე ან ახლობლის სახლს აფარებს თავს, ან ქირით ცხოვრობს. იძულებით გადაადგილებულ პირთა თქმით, სამინისტროში მათ განუცხადეს, რომ „ურჩ დევნილებს“ არ ეხმარებიან.
2011-03-14
„სახელისა და გვარის მეტი აღარაფერი დამრჩა“ - ამბობს მრავალშვილიანი დევნილი
„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ დევნილმა ოჯახმა მიმართა. მალხაზ შოშიტაშვილის ოჯახი სამი წელია, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმათელეთში, ძმის სახლში ცხოვრობს.
სხვა სიახლეები
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

