20:40, Friday, 22.08.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სხვა

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2006-12-29
მაღაზიიდან გაძევებულები დახმარებას პრეზიდენტს სთხოვენ
რუსთაველის #28-ში მდებარე მაღაზია "საუნჯე"-ს მფლობელებს ფართი იძულების წესით დააცლევინეს. მართალია, მათ საპროტესტო აქციაც კი გამართეს, თუმცა, უშედეგოდ. საპატრულო პოლიციის გამოძახების შემდეგ თანამშრომლები იძულებელები გახდნენ, ეკონომიკის სამინისტროს მითითება ერთ საათში შეესრულებინათ.
2006-12-28
კახეთში გარემოს დაცვის ინსპექტორები გლეხებზე ნადირობენ
უფლებადაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენლები გარემოს დაცვის ინპექციის კახეთის ბიუროს თანამშრომლებს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. გდი-ის თანამშრომლები გლეხებს ნაყიდ და ნაჩუქარ შეშას თითქმის ყოველდღიურად ართმევენ და სამართალდამრღვევებს სასამართლოს გადასცემენ.
2006-12-27
ოცნება სასმელ წყალზე
ადიგენის რაიონის სოფელი ხევაშენი წლების მანძილზე სასმელი წყლის გარეშე ცხოვრობს. მოსახლეობამ დასახმარებლად თითქმის ყველა შესაბამის ორგანოს მიმართა. დროთა განმავლობაში დახმარების იმედმა სამთავრობო ორგანიზაციებიდან არასამთავრობო ორგანიზაციებზე გადაინაცვლა, თუმცა ისევ უშედეგოდ.
2006-12-27
შესაძლოა, გლეხები საძოვრების გარეშე დარჩნენ
პარლამენტის აგრალურ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტით, საძოვრების პრივატიზება შესაძლებელი ხდება. გლეხებს აღნიშნული ინიციატივა არ მოსწონთ, რადგან მათ პრივატიზებისთვის საჭირო თანხა არ გააჩნიათ. თუ ისინი საძოვრების გარეშე დარჩნენ, იძულებულები გახდებიან საქონელი გაწყვიტონ და ბარში გადასახლდნენ.
2006-12-27
ბათუმის პორტიდან 300 თანამშრომელი გაათავისუფლეს
ბათუმის პორტში, ობიექტის გასხვისების შემდეგ, პირველი დიდი ცვლილება განხორციელდა. გასულ კვირას, პორტის 300 თანამშრომელი, ძირითადად, ადმინისტრაციაში მომუშავე პერსონალი, სამსახურიდან დაითხოვეს.
2006-12-26
დემოკრატიის ინდექსით საქართველო 104-ე ადგილზეა
ჟურნალმა „ეკონომისტი“ მსოფლიოს ქვეყნების დემოკრატიის ინდექსი გამოაქვეყნა. შეფასება 5 კრიტერიუმის მიხედვით მოხდა. ესენია: არჩევნები და პლურალიზმი, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური აქტივობა, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლება. შეფასება ათქულიანი სისტემით წარიმართა. 167 ქვეყნიდან საქართველოს 104 – ე ადგილი უჭირავს.
2006-12-26
უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ დარჩენილ ექვსშვილიან ოჯახს დაეხმარნენ
რამდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტ გაზეთის გვერდებზე, ქ. გურჯაანში მცხოვრები ექვსშვილიანი ოჯახის, ბეგაშვილების გაჭირვების შესახებ, წერილი გამოქვეყნდა. საბედნიეროდ, წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
2006-12-25
შიდა ქართლელები რკინიგზის დეპარტამენტის წინააღმდეგ
შიდა ქართლის მოსახლეობა რკინიგზის დეპარტამენტის უფროსის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებით იმუქრება. ამის შესახებ კასპის და გორის მოსახლეობამ ,,ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო" ცენტრს გუშინ აცნობა.
2006-12-25
ცხინვალის უნივერსიტეტის ლექტორები განათლების მინისტრს საპროტესტო ნოტას უგზავნიან
ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ლომაიას საპროტესტო ნოტა გაუგზავნეს. დევნილი უნივერსიტეტის 60 - მდე პროფესორ-მასწავლებელი ცხინვალისა და გორის უნივერსიტეტების გაერთიანების იდეის წინააღმდეგ გამოდის. ანალოგიურ პროტესტს გორის უნივერსიტეტშიც გამოთქვამენ.
2006-12-23
იგოეთის ჰესის მეპატრონეს საწარმოს უყიდიან
კასპის რაიონის სოფელ იგოეთის ჰესს აუქციონზე იძულების წესით ჰყიდიან. ამ ფაქტს ჰესის მეპატრონე გელა გურასპაშვილი აპროტესტებს. თუ დათქმულ ვადაში შპს ,,სინათლე” (იგოეთის ჰესი) საგადასახადო ინსპექციის მიერ სახელმწიფოს მიმართ დაკისრებულ დავალიანებას, დაახლოებით 86 000 ლარს არ გადაიხდის, ჰესი აუქციონის წესით გაიყიდება.
2006-12-23
დედას ათი წლის შვილი საზღვარზე დაატოვებინეს
ქობულეთის რაიონში მცხოვრებ ნათელა ცეცხლაძეს რუსეთიდან დეპორტაციის დროს, სადგურში ათი წლის შვილი იძულებით დაატოვებინეს. სასოწარკვეთილი დედა პასუხს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს.
2006-12-22
XXI საუკუნის ადამიანი-ღამურები
ადიგენის რაიონის სოფელ უტყისუბნის მოსახლეობას თხუთმეტი წელია სინათლე არ უნახავს. არა, დღის სინათლე კი უნახავს, მაგრამ ჭერზე, ან კედლებზე ან თუნდაც მაგიდაზე, პატარა თხელი შუშა რომ ანათებს ხოლმე ყვითლად, აი, იმის სინათლე არ უნახავს. ,,ეს ცხოვრება არაა, ეს არსებობაა”, - აცხადებენ ადგილობრივები.
2006-12-21
თურქეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტირება გრძელდება
ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან, თურქეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების აქციები პერმანენტულად მიმდინარეობს. 19 დეკემბერს, საკონსულოსთან, თურქეთიდან დეპორტირებულები კვლავ შეიკრიბნენ და თურქეთის კონსულთან შეხვედრა დეპორტაციის მიზეზებისა და ვადების დაზუსტების მიზნით მოითხოვეს.
2006-12-21
ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მუშები უფლებების დაცვას ითხოვენ
გუშინ, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის 300-მდე თანამშრომელმა ქარხნის ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართა. თანამშრომლების ინფორმაციით, ქარხანა გასხვისებულია, მათ კი სამსახურიდან გათავისუფლებას უპირებენ.
2006-12-19
მიტოვებული მოსახლეობა და ცრუ დაპირებები
ადიგენის რაიონის სოფელ დერცელის მოსახლეობა ერთი წელია ხელისუფლებისაგან დახმარებას ელოდება. დამეწყრილ ზონაში მოხვედრილი ოჯახები გამუდმებულ შიშში ცხოვრობენ.
2006-12-18
კახეთში ათასობით საწარმოს თანამშრომელი უხელფასოდ დარჩა
მიცვალებულების შემდეგ კახეთში ცოცხალ მეწარმეებს აწიოკებენ. ამჯერად თელავის საგადასახადო ინსპექციამ შეტყობინებები მოქმედ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს დაუგზავნა და საბანკო ანგარიშიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ აცნობა. კერძო ორგანიზაციების თანამშრომლები წინასაახალწლოდ ხელფასის გარეშე დარჩნენ.
2006-12-13
ბათუმში წყლის ტარიფი იანვრიდან იზრდება, ხარისხი კი 7 წლის შემდეგ გაუმჯობესდება
ბათუმში წყლის გადასახადი 65 თეთრით გაიზარდა. იანვრიდან ერთმა ადამიანმა 1.20-ის ნაცვლად, 1.85 თეთრი უნდა გადაიხადოს. გადასახადი მხოლოდ მოსახლეობას მოემატა, ხოლო საბიუჯეტო და კომერციულ ორგანიზაციებს ძველი ტარიფი (საბიუჯეტოს - 3,5 ლარი, კომერციულს - 4 ლარი) შეუნარჩუნდათ.
2006-12-04
გაღატაკებული ხეობელები გუბერნატორს გორში აკითხავენ
პატარა ლიახვის ხეობის სოფელ ჭარების მაცხოვრებლებმა შიდა ქართლის ადმინისტრაციას გორში დახმარების სათხოვნელად ჩამოაკითხა. როგორც აღმოჩნდა, გორში მათი ჩასვლა წარუმატებელი გამოდგა, რადგან მათ ვერც ერთი ჩინოვნიკი ნახეს, რომლებიც მათ პრობლემებს გაეცნობოდა.
2006-11-30
რა ბედი ელის გალის რაიონის ქართულ სკოლებს?
27 ნოემბერს გალის რაიონის დაბალი ზონის ქართული სკოლების პედაგოგებმა ერთდღიანი გაფიცვა მოაწყვეს. პედაგოგები საქართველოს ხელისუფლებისაგან ითხოვენ ხელფასების დანიშვნას საათობრივი განაკვეთებით და ერთჯერადი ყოველწლიური დახმარების გაცემას. 28 ნოემბერს კი ყველა სკოლის პედაგოგიური კილექტივის წარმომადგენელმა (დაახლოებით 50-მდე პედაგოგმა) ენგურს გამოღმა, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიის ხიდთან გამართა საპროტესტო აქცია.
2006-11-29
გაჩუქება ძალდატანებით
აბასთუმნის ყოფილ გამგებელს ანტონ მერაბიშვილსა და ადგილობრივ ბიზნესმენ გენადი ენდელაძეს კერძო მფლობელობაში მქონე სასტუმრო „აბასთუმანი“ და სანატორიუმი „აღობილი“ ჩამოერთვათ. ნაჩუქრობის ხელშეკრულებით, სასტუმრო და სანატორიუმი სახელმწიფოს გადაეცა. ყოფილი მეპატრონეები ამ საკითხზე საუბარს გაურბიან.
[1] 2 3 4 5 6 7
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC